კატეგორიები

ბრიტანელი მსახიობი ტიმ კარი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბრიტანელი მსახიობი ტიმ კარი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა
80 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული ბრიტანელი მსახიობი ტიმ კარი.

ტიმ კარიმ მსოფლიო მასშტაბით ვარსკვლავის სტა0ტუს 1970-იან წლებში საკულტო საშინელებათა მიუზიკლ The Rocky Horror Show-სა და მისი კინოადაპტაციის The Rocky Horror Picture Show-ს მთავარი როლის ფრენკ-ენ-ფურტერის როლის შესრულების შემდეგ მიაღწია.

ტელემაყურებლებს თავი კი კლოუნ პენივაისის როლით დაამახსოვრა. საკულტო კლოუნის როლს ის 1990 წლის საშინელებათა ჟანრის მინისერიალში, სახელწოდებით „ის“, ასწულებდა.

კინოსა და ტელევიზიის გარდა, ტიმ კარის წარმატებული კარიერა ჰქონდა თეატრშიც. მას პრესტიჟული „ტონის“ ნომინაცია სამჯერ აქვს მიღებული, სპექტაკლებისთვის „Amadeus“, „ჩემი საყვარელი წელიწადი“ და „Spamalot“.

ბრიტანელმა მსახიობმა 2012 წელს მძიმე ინსულტი გადატანა, რის შემდეგად ძირითადა სხვადასხვა ფილმებისა და ანიმაციების გახმოვანებებზე მუშაობდა, მათ შორის ის „ვარსკვლავური ომების“ ანიმაციურ სერიალში „კლონების ომებში“ იმპერტატორი პალპატინს ახმოვანებდა.

დაკავშირებული ამბები
ბრიტანელი მსახიობი ტიმ კარი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა კულტურული ღონისძიებების დაიჯესტი: სად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ კვირაში