საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო ანტენის შესაკეთებლად NASA-ს ასტრონავტი ანილ მენონი და ევროპული კოსმოსური სააგენტოს ასტრონავტ სოფი ადენო ღია კოსმოსში გავიდნენ.
კოსმოსური მიისიას, რომლის ფარგლებში ასტორნავტებმა კოსმოსსა და დედამიწას შორის დამაკავშირებელი ანტენა გამოცვალეს, დაახლოებით 6 საათნახევრი დასჭირდა. ანტენა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურსა და ჰიუსტონში არსებულ, NASA-ს მისიის მართვის ცენტრს შორის მაღალსიჩქარიანი მონაცემების გადაცემას უზრუნველყოფს.
ასტრონავტებმა ანილ მენონმა და სოფი ადენომ საერთაშორისო კოსმოსური სადგური კვირას 23 აგვისტოსაც დატოვეს. ისინი ექვს საათზე მეტი ხნის განმავლობაში ღია კოსმოსში იმყოფებოდნენ და მწყობრიდან გამოსული ანტენის მოეხსნასა და შეკეთებას ცდილობდნენ. თუმცა, სამუშაოებს მოსალოდნელზე მეტი დრო დასჭირდა. ასტრონავტებს ელექტრონული კაბელების გათიშვისა და ჭანჭიკების მოშვებისას სირთულეები შეექმნათ. დროის ამოწურვის გამო კი ახალი ანტენის დამონტაჟება ვერ შეძლეს.
საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მშენებლობის, ტექნიკური მომსახურებისა და მოდერნიზაციის მხარდასაჭერის ფარგლებში ეს 283-ე კოსმოსური მისიაა. ანტენის შეკეთებით კი სადგურზე მყოფ ასტრონავტებსა და დედამიწაზე მომუშავე გუნდებს შორის საიმედო კომუნიკაცია შენარჩუნდება.
