დიდი ბრიტანეთი კიევისთვის Storm Shadow-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების წარმოებისთვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემას დასთანხმდა.
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ენდი ბერნჰემმა ამის შესახებ უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით კიევში ვიზიტის ფარგლებში განაცხადა.
ეს ფრთოსანი რაკეტა, რომელიც საფრანგეთში SCALP-ის, ხოლო ბრიტანეთში Storm Shadow-ის სახელითაა ცნობილი და რომლის მოქმედების რადიუსიც 250 კილომეტრს აღემატება, წინასწარ განსაზღვრულ, უძრავ სამიზნეებზე ზუსტი დარტყმებისთვის არის შექმნილი.
ბრიტანულ-ფრანგულ იარაღში გამოყენებული ბრიტანეთში წარმოებული კომპონენტების ტექნოლოგიებზე წვდომით უკრაინა ერთი ნაბიჯით მუახლოვდა SCALP-ის ფრთოსანი რაკეტების საკუთარ ტერიტორიაზე წარმოებას.
„გაერთიანებული სამეფო პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც 2023 წელს უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი იარაღი გადასცა. ვოლოდიმირმა ახლა გვთხოვა, ჩვენი Storm Shadow-ის ტექნოლოგია გავუზიაროთ, რათა უკრაინამ თავად შეძლოს ამ შესაძლებლობების შექმნა. მოხარული ვარ, დღეს დავადასტურო, რომ ეს მოთხოვნა დავაკმაყოფილე და რომ ბრიტანეთისა და საფრანგეთის ინდუსტრიები - მადლობას ვუხდით პრეზიდენტ მაკრონსა და მის კოლეგებსაც - ახლა უკრაინასთან ერთად იმუშავებენ, რათა ეს შესაძლებლობა განვავითაროთ. ასევე, ვთხოვ ბრიტანულ ინდუსტრიას, მხარი დაუჭიროს Freya-ს პროეტს, რათა ამერიკის შეერთებული შტატების Patriot-ის სისტემების უფრო იაფი ალტერნატივა უზრუნველვყოთ ბალისტიკური რაკეტების გადასაჭრელად.
პუტინმა უფრო სწრაფად რომ გააცნობიეროს, რომ ამ ომს ვერ მოიგებს, რუსეთმა ზეწოლა უნდა იგრძნოს. მათ უკვე უჭირთ ომის დაფინანსება. ნავთობის ფასების ზრდის მიუხედავად, რუსეთის ენერგეტიკული შემოსავლები შემცირებულია და მათ რეკორდული დეფიციტი აქვს. მაგრამ ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ ნავთობისა და გათხევადებული ბუნებრივი აირის ექსპორტზე ზეწოლისთვის. კოლეგებო, ერთად უნდა გავაგრძელოთ კოორდინირებული მოქმედება ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ, როგორც ამაზე ივნისში პარიზში იმსჯელეთ. ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს გრემის კანონპროექტის განხილვისას მხარი უნდა დავუჭიროთ, და მათ შეერთებული შტატების მხრიდან ეკონომიკური ზეოწლის გაძლიერებისკენ უნდა მოვუწოდოთ“, - განაცხადა ენდი ბერნჰემმა.
კიევში მსურველთა კოალიციის შეხვედრას პარიზიდან თანათამჯდომარეობდა საფრანგეთის პრეზიდენტი. ემანუელ მაკრონმა საკუთარ სიტყვაში უკრაინის ანტიბალისტიკური შესაძლებლობების გაძლიერების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ დავაჩქაროთ მიწოდება. ორი დღის წინ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ორსაათიანი საუბარი გვქონდა, ამიტომ ამაზე დიდხანს არ ვისაუბრებ, მაგრამ საფრანგეთის მხრიდან დავაჩქარებთ ყველაფერს, რაც ხელმისაწვდომია. ასევე, კოლეგებთან ერთად დავაჩქარებთ ლიცენზირების პროცესს, რათა თქვენ ამ შესაძლებლობების უფრო მეტად წარმოება შეძლოთ. მაგრამ ეს სრულიად ნათელია: ის ფაქტი, რომ უკრაინას განეიტრალების საშუალებები და ანტიბალისტიკური შესაძლებლობები აკლია, ადამიანების სიცოცხლეზე პირდაპირ აისახება“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
ამავე შეხვედრაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას ზამთრისთვის სულ მცირე 300 პეტრიოტის რაკეტა სჭირდება.
„ზამთრისა და ცივი თვეებისთვის სულ მცირე 300 Patriot-ის რაკეტა გვჭირდება. ყოველი რაკეტა გადარჩენილ სიცოცხლეს ნიშნავს. ამიტომ, გთხოვთ, გააგრძელოთ ეს ძალისხმება უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სიის, ჩვენი დიალოგისა და სხვადასხვა გადაწყვეტილების ფარგლებში.
უარი არ უნდა ვთქვათ სხვა იდეებზე, რომლებიც სამართლიანი თავდაცვის საშუალებას მოგვცემს ამ ომში - ომში, რომელიც რუსეთმა დაიწყო და რომელსაც ის კვლავ აგრძელებს. რუსეთის სუვერენული აქტივები უკვე გაყინულია ევროპასა და სხვა იურისდიქციებში, მსოფლიოს მასშტაბით, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში, იაპონიის ჩათვლით. და სადაც არ უნდა იყოს ეს აქტივები, რუსეთის ომისგან თავის დასაცავად მათი სამართლიანად გამოყენების გზა უნდა ვიპოვოთ“, - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
კიევში გამართულ შეხვედრაზე დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხი გახშირებული რუსული სარაკეტო თავდასხმებისგან უკრაინის დაცვა იყო.
ერთობლივ განცხადებაში მოკავშირეებმა რუსეთის მიერ „უკრაინის ქალაქებზე, კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და მშვიდობიან მოსახლეობაზე სისტემატური და
