კატეგორიები

თეირანს ცეცხლის დროებითი შეწყვეტა არ სურს. მიზანი კონფლიქტის საბოლოოდ დასრულებაა

თეირანს ცეცხლის დროებითი შეწყვეტა არ სურს. მიზანი კონფლიქტის საბოლოოდ დასრულებაა
Copyright The Associated Press

ირანში ყოფილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვიდან მე-40 დღე აღნიშნეს. თეირანში გამართულ სამგლოვიარო ცერემონიაზე მოქალაქეები და ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

ღონისძიების მონაწილეები ირანის დროშებს აფრიალებდნენ და შეერთებულ შტატებსა და ისრაელს აკრიტიკებდნენ.

ცერემონიას ესწრებოდნენ ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი და პარლამენტის თავმჯდომარე მოჰამად ბაღერ ღალიბაფი.

ალი ხამენეი ისრაელისა და შეერთებული შტატების მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმის შედეგად დაიღუპა.

ამავე დღეს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ ომის დასრულების აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, თეირანს დროებითი ცეცხლის შეწყვეტა არ სურს და მიზანი კონფლიქტის საბოლოოდ დასრულებაა.

„ირანის საგარეო პოლიტიკა უწყვეტი პროცესია. თითოეულმა მთავრობამ შესაძლოა ის სხვადასხვა ინიციატივით, განსხვავებული ფორმატის დიალოგითა და ახალი მიდგომებით განავითაროს, თუმცა ჩვენს საგარეო პოლიტიკას აქვს რამდენიმე უცვლელი პრინციპი, რომელთა განხორციელებასაც ყველა მთავრობა ცდილობს. პრეზიდენტ ფეზეშქიანის ადმინისტრაციის პირობებში პრიორიტეტი მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობას მიენიჭა.  რეალურად, მათ ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება გაგვიწიეს, მოგვაწოდეს ჩვენთვის საჭირო გარკვეული საქონელი, მედიკამენტები და სხვა აუცილებელი საშუალებები. ასევე მათ ტერიტორიაზე გავლით ირანის მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარგარეთ იყვნენ დარჩენილი, ქვეყანაში დაბრუნების შესაძლებლობა მისცეს. ომის პირველი ორი კვირის განმავლობაში შეერთებული შტატებისგან ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნა არ ყოფილა. რამდენიმე ქვეყანა გვთავაზობდა პროცესში ჩართვას, მაგალითად, კონტაქტების დამყარებას ან შუამავლობას. ჩვენი პასუხი ყველასთვის მკაფიო იყო და ამ პოზიციას პრეზიდენტიც იზიარებდა“ - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა - აბას არაღჩიმ.

თეირანი აცხადებს, რომ მეზობელ სახელმწიფოებთან ურთიერთობების გაუმჯობესებას განაგრძობს, ომთან დაკავშირებით კი მისი პოზიციაა, რომ დროებითი ზავის ნაცვლად კონფლიქტი საბოლოოდ დასრულდეს.

დაკავშირებული ამბები
თეირანს ცეცხლის დროებითი შეწყვეტა არ სურს. მიზანი კონფლიქტის საბოლოოდ დასრულებაა დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს