კანადაში 7 აგვისტოს დაწყებული ე.წ. ბალდ რეინჯის ხანძრის გარკვეული ნაწილი ლოკალიზებულია და სამერლენდის, ბრიტანეთის კოლუმბიის ევაკუირებულ მოსახლეობას შეუძლია სახლებში დაბრუნება.
დასავლეთ კანადაში გავრცელებული მასშტაბური ხანძრის გამო დაახლოებით 20 000 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ხანძარს შეეწირა 80 წლის ქალი.
სამერლენდის მერის თქმით, ზარალი უკვე შეფასებულია.
მერის ინფრომაციით, განადგურებული ან დაზიანებულია 150-ზე მეტი შენობა-ნაგებობა.
სამხრეთ ოკანაგანში, ხელისუფლების ცნობით, 5,500 ობიექტიდან დაახლოებით 22 პროცენტი, რომლებიც ხანძრის გამო ევაკუაციას ექვემდებარებოდა, ახლა ევაკუაციისა და საფრთხის უფრო დაბალ დონეზა აყვანილი.
კანადის გარემოს დაცვის სააგენტომ განაცხადა, რომ სამხრეთ ბრიტანეთის კოლუმბიის დიდ ნაწილში ხანძრის კვამლისა და ჰაერის ხარისხის გამო საფრთხის ნარინჯისფერი ან ყვითელი დონეა გამოცხადებული.
ამასობაში, ბალდ რეინჯის ხანძარი დასავლეთ კანადის სხვა რაიონებში კვლავ უკონტროლოდ მძვინვარებს. 18 აგვისტოს დილის მონაცემებით,ცეცხლი 212 კვადრატულ კილომეტრზე მეტ ფართობზეა მოდებული.
