კატეგორიები

ბულგარეთში ახალი სოციალური სქემა მცირეწლოვანთა მშობლებს სამსახურში დაბრუნებას უადვილებს და თან უმუშევრებს ასაქმებს

ბულგარეთში ახალი სოციალური სქემა მცირეწლოვანთა მშობლებს სამსახურში დაბრუნებას უადვილებს და თან უმუშევრებს ასაქმებს
Copyright Euronews

ბულგარეთში ევროკავშირის მხარდაჭერით ამოქმედდა სქემა, რომელიც ერთდროულად ორ პრობლემას აგვარებს. ერთი მხრივ, მუშაობის მსურველ მშობლებს ბავშვის მომვლელის პოვნაში ეხმარება,  მეორე მხრივ კი, უმუშევრებს ასაქმებს.

მარტოხელა დედა კრისტინა რუჟდანოვა სამი თვე ეძებდა სანდო ძიძას, სანამ გამოსავალს ბულგარეთში მოქმედი პროექტის „დასაქმებული მშობლების“ ფარგლებში იპოვიდა. მან ხელი მოაწერა კონტრაქტს ძიძა გალინა ილიევასთან, რომელიც მთელი დღე უვლის კრისტინას ვაჟს, სანამ დედა სამასახურში ბუღალტრის ფუნქციას ასრულებს.

ბულგარეთში სამ წლამდე ასაკის ბავშვების მხოლოდ 22% იღებს  სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის აუცილებელ ზრუნვასა და განათლებას, მაშინ, როცა ევროკავშირში იგივე საშუალო მაჩვენებელი 40%-ია.  პროექტს, რომელიც მშობლებს დღიურად ბავშვის რვასაათიან უფასო მოვლას სთავაზობს, 33.5 მილიონი ევროს მოცულობის ხუთწლიანი ბიუჯეტი აფინანსებს, რომელსაც „ევროპის სოციალური ფონდ „პლუსის“ (European Social Fund Plus) 28 მილიონი ევროც ემატება. სამუშაოს მაძიებლებსა და ძიძის მსურველ მშობლებს ერთმანეთთან სკრუპუოზული გადამოწმების შემდეგ აკავშირებენ. პროექტი 2023 წელს დაიწყო და მას შემდეგ 3400-ზე მეტმა ოჯახმა მოაწერა ხელი ბავშვისთვის ძიძის აყვანის კონტრაქტს და 3500 ძიძა დასაქმდა.

ავტორი: ჯერემი უილქსი 

დაკავშირებული ამბები
ბულგარეთში ახალი სოციალური სქემა მცირეწლოვანთა მშობლებს სამსახურში დაბრუნებას უადვილებს და თან უმუშევრებს ასაქმებს „მე ადვილად დავსაქმდები“ – მოთხოვნადი კვალიფიკაციის დეფიციტის შევსებას პორტუგალია პროფესიული განათლების წახალისებით ცდილობს