კატეგორიები

როგორ წარმოიქმნება ცეცხლოვანი ტორნადო

როგორ წარმოიქმნება ცეცხლოვანი ტორნადო
Copyright AP Photo

ევროპაში რეკორდული სიცხე ექსტრემალური ხანძრების გაჩენას უწყობს ხელს. მეცნიერები ამბობენ, რომ ზოგიერთი ხანძარი ახლა საკუთარ ამინდსაც კი ქმნის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ცეცხლოვანი ტორნადოა. მკვლევრებმა ეს ფენომენი კონტროლირებად გარემოში, ლაბორატორიაში, აღადგინეს რათა უკეთ გაიგონ, როგორ წარმოიქმნება და როგორ მიმდინარეობს ის.

„ცეცხლოვან მორევს, როგორც წესი, ცეცხლოვან ტორნადოს უწოდებენ. ცეცხლი ჰაერს გვერდებიდან იჭერს. რაც შეიძლება მოხდეს, არის ის, რომ სხვა ხანძრების ან დაბრკოლებების გარეშე, როგორებიცაა მცენარეულობა ან სხვა გეოგრაფიული მახასიათებლები, ნაკადი შეიძლება შეიზღუდოს და წარმოიქმნას რეცირკულაცია, რომელიც  იწვევს მის წრიულ მოძრაობასა და ერთგვარ ბრუნვას, რაც ხანძარს უფრო სწრაფად ავრცელებს. ცეცხლის მიწასთან მიახლოება კი საშუალებას აძლევს მათ, უფრო სწრაფად დაწვან მცენარეულობა, რაც იწვევს სითბოს უფრო ინტენსიურ გამოყოფასა და უფრო ინტენსიურ ხანძარს. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ან ზოგიერთ არეალში ცეცხლი შესაძლოა ბრუნვისას ძალიან მჭიდროდ იყოს შემოხვეული, სხვა შემთხვევებში კი მხოლოდ კვამლის ღრუბლის ბრუნვას ხედავთ, ალი ხშირად დაფარულია სქელი, მკვრივი კვამლით“ - ამბობს ვორჩესტერის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ჯეიმს ურბანი.

ერთ-ერთი უდიდესი საფრთხე კი ისაა, რომ ცეცხლოვანმა ტორნადომ შესაძლოა შორს გაისროლოს ალმოდებული ნარჩენები, რაც ცეცხლის სწრაფად გავრცელებას უწყობს ხელს და საფრთხეს უქმნის მეხანძრეებს.

„ცეცხლოვანმა ტორნადომ შეიძლება გამოიწვიოს ფენომენი, რომლის დროსაც ცეცხლმოკიდებული ნარჩენები ხანძრის წინ იყრება. ასეთ დროს ხანძარი ძალიან სწრაფად გავრცელდება, რაც საშიშია როგორც სახანძრო სამსახურებისთვის, ისე ახლოს მყოფი მოსახლეობისთვის. ასევე შეიძლება ცეცხლი მეხანძრეების უკან მოექცეს, რის გამოც შეიძლება ისინი ხაფანგში აღმოჩნდნენ.  ამიტომ, როდესაც ცეცხლოვანი ტორნადოა, მეხანძრეები ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ.“  - ამბობს ჯეიმს ურბანი.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ასეთი ექსტრემალური მოვლენები უფრო მეტად გახშირდება.

დაკავშირებული ამბები
როგორ წარმოიქმნება ცეცხლოვანი ტორნადო რა იწვევს ევროპის კონტინენტზე უფრო ინტენსიურ და მასშტაბურ ტყის ხანძრებს