ევროკავშირი ცდილობს, შეამციროს ბუნებრივი აირის მოხმარება და გადავიდეს უფრო სუფთა, განახლებად ენერგიაზე, თუმცა პროგრესი ნელი ტემპით მიმდინარეობს.
2026 წლის მეორე კვარტალში ევროკავშირის ელექტროენერგიის 54,1% განახლებადი წყაროებიდან, მაგალითად, მზის, ქარისა და ჰიდროენერგიიდან, იქნა მიღებული.
ეს მაჩვენებელი კი ოდნავ ჩამორჩება 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში მიღებულ მონაცემს - 54,3%-ს.
ენერგეტიკის, ეკონომიკისა და ფინანსური ანალიზის სფეროს ექსპერტი ევრონიუსთან საუბარში აღნიშნავს, რომ ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია განახლებადი ენერგიის სხვადასხვა წყაროს კომბინირებული გამოყენება.
ძალიან ცხელმა და მშრალმა ზაფხულმა მდინარეებსა და წყალსაცავებში წყლის დონის კლება გამოიწვია, რამაც ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ჰიდროენერგიის გამომუშავება შეამცირა.
სწორედ აქ შეუძლია მზის ენერგიას დანაკლისის შევსება.
ირანის ომის დაწყების შემდეგ მზის ენერგიამ ევროკავშირს ბუნებრივი აირის იმპორტზე დაახლოებით 35,4 მილიარდი ევროს დაზოგვის საშუალება მისცა.
მიუხედავად ამისა, გაზზე მომუშავე ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ენერგიის მოცულობა ოდნავ მაინც გაიზარდა.
ანალიტიკური ცენტრი Bruegel-ი (ბრეიგელი) აღნიშნავს, რომ ეს ფაქტი მიუთითებს ევროკავშირის საჭიროებაზე, გაზარდოს მზის ენერგიის სიმძლავრეები, განავითაროს ენერგიის შესანახი სისტემები და შექმნას ელექტროენერგიის მოქნილი ქსელი, რათა ქარისა და ჰიდროენერგიის გამომუშავების კლების პერიოდში ბუნებრივ აირზე დამოკიდებულება შემცირდეს.
