კატეგორიები

დონალდ ტრამპი ომანს ემუქრება

დონალდ ტრამპი ომანს ემუქრება

აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ სპარსეთის ყურის ქვეყანას დაარტყამს, თუკი იგი ვაშინგტონსა და თეირანს შორის ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებებს ხელს შეუშლის.

ეს თეირანსა და ომანს შორის მოლაპარაკებების ფონზე ხდება ჰორმუზის სრუტეში კომერციული საზღვაო გადაზიდვებისთვის უსაფრთხო დერეფნის შექმნის თაობაზე. თანაც მაშინ, როდესაც აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებებისთვის განსაზღვრული 60-დღიანი ვადა უკვე ამოიწურა.

ვები: დონალდ ტრამპი ომანს ემუქრება. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ სპარსეთის ყურის ქვეყანას დაარტყამს, თუკი იგი ვაშინგტონსა და თეირანს შორის ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებებს ხელს შეუშლის.

„თუ ომანი ხელს შეგვიშლის, ჩვენ მათ ძალიან ძლიერად დავბომბავთ“, - განაცხადა დონად ტრამპმა ორშაბათს Fox News-თან ინტერვიუში.

ეს თეირანსა და ომანს შორის მოლაპარაკებების ფონზე ხდება ჰორმუზის სრუტეში კომერციული საზღვაო გადაზიდვებისთვის უსაფრთხო დერეფნის შექმნის თაობაზე. თანაც მაშინ, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მოლაპარაკებებისთვის განსაზღვრული 60-დღიანი ვადა უკვე ამოიწურა.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ ამ თვის დასაწყისში განაცხადა, რომ მოლაპარაკებები „დასკვნით ეტაპზე“ იყო, თუმცა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის შეთანხმება ჰორმუზის სრუტის ავტომატურად გახსნას არ ნიშნავს, რადგან ამისთვის დამატებითი „პირობების“ შესრულებაა საჭირო.  

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ისმაილ ბაღაიმ ორშაბათს განაცხადა, რომ ირანსა და ომანს შორის ჰორმუზის სრუტეში სატრანზიტო მარშრუტთან დაკავშირებით ახლა „ურთიერთგაგება“ არსებობს.

„სატრანზიტო მარშრუტის რუკასთან დაკავშირებით ურთიერთგაგებას მივაღწიეთ. თუმცა, ჩვენი გეგმა იყო და კვლავაც არის, რომ საბოლოო შეთანხმება ერთიანი პაკეტის სახით გავაფორმოთ  - რუკა და ერთობლივი განცხადება“, - თქვა მან.

ამ მოლაპარაკებების მიუხედავად, ტრამპი ამტკიცებს, რომ ჰორმუზის სრუტეს, რომელიც თეირანმა თებერვლის ბოლოს ომის დაწყების შემდეგ ფაქტობრივად ჩაკეტა, ამერიკის შეერთებული შტატები აკონტროლებს.

„ამერიკის შეერთებული შტატები სრულად აკონტროლებს ჰორმუზის სრუტეს და ვფიქრობ, მას შევინარჩუნებთ კიდეც“, - წერდა პრეზიდენტი ტრამპი გასულ კვირას პლატფორმა Truth Social-ზე.

ამასთან, გასულ პარასკევს მან ისიც თქვა, რომ მალე ჰორმუზის სრუტეს სულაც ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიად გამოაცხადებდა.

დონალდ ტრამპის განცხადებებს სამართლებრივ და საერთაშორისო საკითხებში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ქაზემ ღარიბაბადი.

„ჰორმუზის სრუტე ირანის იყო, ირანისაა და ირანისვე დარჩება. იგი მხოლოდ ირანის ბრძანებით დაიკეტება და გაიხსნება. და სანამ თქვენ დამარცხებას არ აღიარებთ და თქვენს ილუზიებს არ შეწყვეტთ, ირანი ბლოკადას გააგრძელებს“, - განაცხადა მან.

ივნისში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი ირანს ავალდებულებდა, გაეხსნა ჰორმუზის სრუტე და კიდევ ერთხელ დაედასტურებინა, რომ ბირთვულ იარაღს არ შექმნიდა. თავის მხრივ, ამერიის შეერთებული შტატები აცხადებდა, რომ ირანის საზღვაო ბლოკადას შეწყვეტდა და ქვეყანას სანქციებს მოუხსნიდა.

აწ უკვე ვადაგასული შეთანხმება ორ ქვეყანას საბოლოო შეთანხმებაზე მუშაობისთვის 60 დღეს აძლევდა.

დაკავშირებული ამბები
დონალდ ტრამპი ომანს ემუქრება დონალდ ტრამპი სეულთან ერთობლივ სამხედრო წვრთნებს „მნიშვნელოვნად ამცირებს“