კატეგორიები

ბელგიაში ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ტყის ხანძარი მძვინვარებს

ბელგიაში ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ტყის ხანძარი მძვინვარებს
Copyright AP

ევროპის გარკვეულ ნაწილებში კვლავ მძვინარებს ტყის ხანძრები. მუდმივი სიცხისა და მშრალი პირობების ფონზე მეხანძრეები მასშტაბურ ხანძრებს ებრძვიან ბელგიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, ხორვატიასა და საბერძნეთში,

ბელგიის მაღალი ჭაობის ნაკრძალში გაჩენილი ხანძრის ფართობი გასული 24 საათის განმავლობაში გაორმაგდა და დაახლოებით 3000 ჰექტარი მიწის ფართობი მოიცვა, ეს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ხანძარია.

15 აგვისტოს, შუადღისას, ადგილობრივმა მედიამ განაცხადა, რომ ბელგიის ლიეჟის პროვინციაში 600 ადამიანს ევაკუაცია მოსთხოვეს.

ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, სტიქიის ზონაში  250-ზე მეტი მეხანძრე და სხვა საგანგებო სამსახურების თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული.

საზღვრის გადაღმა,  გერმანიაში, საგანგებო სამსახურებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს ჰიურტგენის ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობაში. ცეცხლის გავრცელების გამო 14 აგვისტოს დაახლოებით 2000 ადამიანის ევაკუაცია გახდა აუცილებელი.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მოსახლეებს  15 აგვისტოს დართეს ნება, სახლებში დაბრუნებულიყვნენ.

ესპანეთში მეხანძრეები კვლავ ებრძვიან მასშტაბურ ხანძარს, რომელიც არაგონის ჩრდილოეთ უესკის პროვინციაში კვირაზე მეტია გავრცელებული. ცეცხლი ასევე საფრთხეს უქმნის 1000-წლოვან მონასტერს.

დაკავშირებული ამბები
ფრონტის ხაზზე მოტყუებით - როგორ მუშაობს უცხოელების გადაბირების რუსული სქემა საჰაერო თავდაცვის გაძლიერებისთვის კანადა უკრაინას 350 მილიონ კანადურ დოლარს გამოუყოფს