კატეგორიები

'The End of Oak Street'

'The End of Oak Street'
Copyright Warner Bros. Pictures

ფილმში 'The End of Oak Street' დინოზავრები ამერიკის გარეუბნებში შეიჭრებიან. ეს არის დევიდ რობერტ მიტჩელის ახალი თრილერი, რომელშიც მთავარ როლებს ენ ჰეთეუეი და იუან მაკგრეგორი ასრულებენ.

„სცენარი რომ წავიკითხე, რაც ყველაზე ძალიან მომეწონა, იყო ოჯახური ისტორია და ის, რომ ზუსტად არ ვიცოდი, საით მიგვიყვანდა ეს ყველაფერი. მაგრამ, როგორც კი მივხვდი, რომ ეს გიჟური, დინოზავრებთან დაკავშირებული გადარჩენის ფილმი იყო, კიდევ უფრო მეტად მოვიხიბლე. მომწონს, როგორ წერს დევიდი ამ წყვილზე, მათ ურთიერთობაზე. მათ ცხოვრებაში ბევრი რამ ხდება, ისინი წესიერად  ვერ ესაუბრებიან ერთმანეთს, ვერ გამოხატავენ საკუთარ გრძნობებს, თუმცა ოჯახის გადასარჩენად იბრძვიან და სწორედ ამის წყალობით კიდევ ერთხელ პოულობენ ერთმანეთს. აი, ეს მომეწონა. არაჩვეულებრივად იყო დაწერილი“. - ამბობს შოტლანდიელი მსახიობი, იუან მაკგრეგორი.

„ეს იყო კინომაგიის სხვადასხვა სახეობის ნაზავი, კონტრაქტზე ხელის მოწერისას მითხრეს, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებდნენ ამის პრაქტიკულად გასაკეთებლად. ეს უნდა ყოფილიყო ანიმატრონიკა და თოჯინების თეატრი. თუმცა ეს არ გამოვიდა. მაგრამ ჩვენ ვიპოვეთ მართლაც შესანიშნავი და მშვენიერი კასკადიორები. მათ ხელში ეჭირათ გრძელი ჯოხები, რომლებზეც დინოზავრის თავები იყო დამაგრებული და დარბოდნენ და დახტოდნენ ქუჩებში. ყველაზე საოცარი მათი იმ დროს ყურება იყო, როცა გადაღება არ მიმდინარეობდა. ეს ძალიან სასაცილო იყო. თუმცა  როდესაც  გადაღება განახლდებოდა და როლში შევდიოდით, ყველაზე საშინელ არსებებად გადაიქცეოდნენ, მსგავსი არაფერი გინახავთ. ისინი უბრალოდ საშინელი და უცნაურები იყვნენ“. - აცხადებს ამერიკელი მსახიობი, ენ ჰეთეუეი.

ევრონიუსის კინოკრიტიკოსმა დევიდ მურიკანდმა ფილმს „კარგი ტემპითა და ლამაზად შექმნილი გადარჩენის თავგადასავალი“ უწოდა. ფილში ოსტატურად არის შერწყმული  დინოზავრების ისტორია, ხოცვა-ჟლეტა და გულისამაჩუყებელი ოჯახური მომენტები.

დაკავშირებული ამბები
'The End of Oak Street' არქეოლოგიური გათხრების შედეგად სიცილიის სანაპიროსთან ჩაძირული რომაული გემი აღმოაჩინეს