რუსეთი დასავლეთის მიერ უკრაინის მხარდაჭერის შესაჩერებლად ყველა შესაძლო გზაზეა წამსვლელი. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა,რომელმაც აღნიშნა, რომ კრემლის მიზანი ყველა იმ საშუალების განადგურებაა,რომლითაც დასავლეთის სახელმწიფოები კიევს ეხმარებოან. სახელმწიფო ტელევიზიასთან ენტერვიუს დროს სერგეი ლავროვს შესაძლო ნაბიჯები არ დაუკონკრეტებია,თუმცა ხაზი გაუსვა, რომ მოსკოვი მეთოდების გამკაცრებას გეგმავს.
„ჩვენ კიდევ უფრო გავამკაცრებთ ჩვენს მეთოდებს, რათა დავანგრიოთ ყველაფერი, რაც კიევის საომარ მანქანას დასავლეთიდან ამარაგებს. და ამას უკვე ვაკეთებთ. ისინი უკვე გოდებენ. შემთხვევითი არაა, რომ სულ უფრო მეტი ხმა ჩვენი საერთო სივრცის სხვადახსხვა წერტილიდან გამოდის მოწოდებით, რომ ეს უნდა დასრულდეს.ასე არ გამოვა, უნდა შეჩერდე მაშინ,როდესაც ხელთ გაქვს ნორმალური, ხანგრძლივი, სანდო და გამძლე დაეგულირების გზა. ჩვენ რომ ახლა კონტაქტის ხაზზე გავჩერებულიყავით, ამით ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას გადავუსვამდით ხაზს, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს. ამის დაშვებაც კი არ შეიძლება“-აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა,სერგეი ლავროვმა.
ომის შეჩერების შესაძლებლობა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამ ინტერვიუში კიდევ ერთხელ გამორიცხა, ვიდრე კრემლი დასახულ მიზნებს არ მიაღწევს. რაც აშშ-ის ჩართულობით რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების ძალისხმევაში მნიშვნელოვან ფაქტორად რჩება. ამ ინტერვიუს დროს კრემლის ხმამ კიდევ ერთხელ გაიმეორა მოსაზრება, რომ ომის გაგრძელება არა მათი,არამედ ევროპის ინტერესია და რომ ბრიუსელი ამ მხრივ აშშ-ის პრეზიდენტის გადაბირებას შანტაჟის გზთ ცდილობს.
