კატეგორიები

ევროპაში მორიგი სითბური ტალღა რესურსებსა და სერვისებზე უარყოფითად მოქმედებს

ევროპაში მორიგი სითბური ტალღა რესურსებსა და სერვისებზე უარყოფითად მოქმედებს
Copyright AP Photo

დასავლეთ ევროპის დიდ ნაწილში კვლავ მაღალი ტემპერატურაა. მორიგმა სითბურმა ტალღამ დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი მოიცვა.

საფრანგეთში 101 დეპარტამენტიდან 80-ში განგაშის ნარინჯისფერი დონეა გამოცხადებული, სადაც ტემპერატურა, სავარაუდოდ, 38-იდან 40 გრადუსამდე მიაღწევს.

40 000-ზე მეტ ადამიანს უკვე შეუწყდა წყლის მიწოდება - ოფიციალური პირები სასმელი წყლის უზრუნველყოფას პრიორიტეტულ საკითხად აყენებენ.  

საფრანგეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ წლევანდელი სითბური ტალღების შედეგად მიყენებულმა ზარალმა შესაძლოა 15 მილიარდ ევროს მიაღწიოს.

ლა-მანშის სრუტის გადაღმა, კერძოდ, ცენტრალურ და სამხრეთ აღმოსავლეთ ინგლისში ტემპერატურამ შესაძლოა 38 გრადუსს მიაღწიოს, რაც მხოლოდ მცირედით ჩამორჩება 2003 წლის რეკორდს. ეს ამ ზაფხულს რიგით მეხუთე სითბური ტალღაა დიდი ბრიტანეთში.   

მაღალ ტემპერატურას უარყოფითი შედეგები მოჰყვება. სამეფო საექთნო კოლეჯში აცხადებენ, რომ ძლიერი სიცხისგან  მედპერსონალიც მძიმე მდგომარეობაშია, რადგან საავამდყოფოში არ არის მაღალ ტემპერატურაზე გათვლილი პირობები. ქვეყნის უდიდეს ნაწილში ამჟამად გვალვაა, რაც, თავის მხრივ, ზეწოლას ახდენს წყლის მარაგზე.  

მეცნიერების თქმით, ადამიანის საქმიანობით გამოწვეული კლიმატის ცვლილება სულ უფრო ხშირ და ინტენსიურ სითბურ ტალღებს იწვევს მთელ კონტინენტზე.

დაკავშირებული ამბები
უკრაინას აშშ-სგან პეტრიოტის რაკეტების 5% ესაჭიროება იტალიაში აცხადებენ, რომ შენგენის რეჟიმის შეჩერება არ ყოფილა ესპანეთის საწინააღმდეგოდ მიმართული