კატეგორიები

არქეულოგიური გათხრების შედეგად რომში რომაული ეპოქის შენობა აღმოაჩინეს

არქეულოგიური გათხრების შედეგად რომში რომაული ეპოქის შენობა აღმოაჩინეს
Copyright Euronews

რომის შუაგულში შესანიშნავი არქეოლოგიური ძეგლი აღმოაჩინეს.რესტავრაციის რუტინულ სამუშაოებს რომაული ეპოქის დიდი შენობის აღმოჩენა მოჰყვა. მოულოდნელი აღმოჩენის გამო გაცილებით ფართომასშტაბიანი გათხრები დაიწყო.

ჩვენ ვიპოვეთ შენობა ხუთი სრული ოთახით. ეს საკმაოდ დიდი შენობაა, განსაკუთრებით ღირებულია ზედაპირის დეკორაციებით, რადგან ოთახში „V“ ორი მოზაიკა გვაქვს - ერთი მესამე საუკუნით თარიღდება,  ქვედა კი მეორე საუკუნით“. - ამბობს მთავარი არქეოლოგი, სიმონა მორეტა.

ძეგლი ვილა ჩელიმონატანაში, რომაული ფორუმის მახლობლად აღმოაჩინეს. რესტავრატორები ასობით აღმოჩენილი ფრაგმენტის რეკონსტრუქციაზე ფრთხილად მუშაობენ.

„ცხადია, ეს განსაკუთრებული აღმოჩენაა, ჩვენ გავაფართოვეთ გათხრები, რომლებიც არ იყო დაგეგმილი ამ ობიექტისთვის, მაგრამ თანდათანობით უფრო ღრმად ჩავედით, რათა გაგვეგო, რა გვქონდა წინ და კონკრეტულად რას ვეძებდით“. - სამუშაოების დირექტორი და არქიტექტორი, ალესანდრა ჩენტრონი.

აღმოჩენები, სავარაუდოდ, ელიტურ რომაულ სახლს უკავშირდება. თუმცა, არქეოლოგები ჯერ კიდევ იკვლევენ ადგილის თავდაპირველ ფუნქციას. კიდევ ერთი ვარაუდია, რომ შენობა ყაზარმად გამოიყენებოდა, რომელიც დაკავშირებული იყო ქალაქის უძველეს სახანძრო ბრიგადასთან.

„გათხრების შედეგად გამოვლინდა მოზაიკებით მორთული დეკორაციები, რომლებიც განსაკუთრებით  ღირებულია.  ერთ-ერთ ასეთ ოთახში ულამაზესი, გეომეტრიული მოზაიკაა, ცენტრში კი ემბლემაა,  რომელზეც კრატერის გარშემო დელფინი და თევზია გამოსახული.“- რომის სპეციალური ზედამხედველი არქეოლოგიის საკითხებში, დანიელა პორო.

არქეოლოგები იმედოვნებენ, რომ შემდგომი გათხრები ძველი რომის შესახებ მეტ ინფორმაციას მოგვაწვდის.

დაკავშირებული ამბები
არქეულოგიური გათხრების შედეგად რომში რომაული ეპოქის შენობა აღმოაჩინეს 'The End of Oak Street'