ევროვიზიის გამარჯვებული ქვეყანა კონკურსს ვეღარ უმასპინძლებს, თუ ის შეიარაღებულ კონფლიქტშია ჩართული. ცვლილებები ევროვიზიის საკონკურსო პროტოკოლში უკვე შევიდა და ის ევროპული მაუწყებლების კავშირის შინაგანაწესშიც აისახა. მიზანი მგრძნობიარე გეოპოლიტიკურ სიტუაციაში მყოფ ქვეყნებში კონკურსის ჩატარებით გამოწვეული შესაძლო რისკების თავიდან არიდებაა,რათა მონაწილეებისა და გულშემატკივრების უსაფღტხოება იქნას დაცული.
ცვლილებები შემთხვევითი არაა და მისი მიზეზი ისრაელია, ქვეყანა,რომლის კონკურსში მონაწილეობასაც ბევრი კრიტიკოსიც ჰყავს, იმ სამხედრო კონფლიქტების გამო, რომელიც ქვეყანას ახლო აღმოსავლეთის არაერთ სახელმწიფოსთან აქვს. 2025 წელს ხუთმა ქვეყანამ, ისლანდიამ, ირლანდიამ, ნიდერლანდებმა, სლოვეიამ და ესპანეთმა პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე ბოიკოტი გამოუცხადა 2026 წლის კონკურსს,ისინი ისრაელის გამოთიშვას მოითხოვდნენ.
ევროვიზიის მრავალწლიანი კონკურსის მთავარი ტრადიცია, სწორედ ისაა,რომ გამარჯვებულ ქვეყანას შესაძლებლობა ექმნება თავად გახდეს მომდევნო წლის კონკურსის მასპინძელი, რაც პრესტიჟტან ერთად, ეკონომიკური სარგებელიცაა, გამომდინარე იქედან, თუ რამდენად ბევრი ადამიანი სტუმრობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას კონკურსის სანახავად.
ახალი ცვლილეები უკრაინასაც შეეხება, რომელიც რუსეთთან ომშია ჩართული ჯერ კიდევ 2022 წლიდან. მას შემდეგ, რაც უკრაინამ 2022 წელს კონკურსი მოიგო, უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე 2023 წელს შოუ ბრიტანეთში ჩატარდა. 2027 წლის ევროვიზიის მუსიკალური კონკურსი უკვე ბულგარეთში ჩატარდება. 2026 წელს გამარკვებული სწორედ ამ ქვეყნის წარმომადგენელი გახდა, ისრაელი კი მეორე ადგილზე გავიდა.
