გერმანიამ დაზვერვის სამსახურების მარეგულირებელი სამართლებრივი ჩარჩოს რეფორმირების კანონპროექტი დაამტკიცა, რომლის მიზანიც ტერორიზმთან და ექსტრემიზთან ბრძოლის ძალისხმევის გაუმჯობესებაა. გერმანიის კანცლერის შტაბის უფროსი, ნინა ვარკენი, ღელავს გერმანიისა და მისი დემოკრატიის მომავალზე.
„გერმანია ახლა მუდმივად უცხო ძალების ჰიბრიდული თავდასხმების სამიზნეა და ეს რეალური და ძალიან მწვავე საფრთხეა. ის საფრთხეს უქმნის ჩვენს თავისუფალ საზოგადოებას, ღირებულებების აღქმას, ჩვენს უსაფრთხოებას და, შესაბამისად, ზუსტად იმას, რაც ჩვენი ქვეყნის საფუძველს წარმოადგენს. ობიექტურად უნდა აღინიშნოს, რომ აქამდე ძალიან ვიყავით დამოკიდებული ჩვენს პარტნიორებზე უსაფრთხოების უზრინველყოფის კუთხით. ეს ეხება მრავალ მნიშვნელოვან სფეროს“. - განაცხადა გერმანიის კანცლერის შტაბის უფროსმა, ნინა ვერკენმა.
მომავალში ხელისუფლებას ექნება აქტიური ჩარევის უფლება, მაგალითად, გერმანიის წინააღმდეგ მიმართული კიბერშეტევებისა და დეზინფორმაციული კამპანიების საპასუხოდ.
დაზვერვის სამსახურებს ექნებათ ლეპტოპებზე, მობილურ ტელეფონებსა და სხვა მოწყობილობებზე წვდომისა და მონაცემების შენახვის უფლებამოსილება.
ზოგიერთი, მათ შორის „მწვანეთა პარტიის“ დაზვერვის ექსპერტი კონსტანტინ ფონ ნოცი ფიქრობს, რომ რეფორმის გატარება აუცილებელი იყო, თუმცა დასძენს, რომ რიგ შემთხვევებში მთავრობის გეგმები აუცილებელ საჭიროებას სცდება.
თანამედროვე გერმანია კვლავ ძალიან მგრძნობიარეა მონაცემთა დაცვის მიმართ, რადგან მათ მწარე გამოცდილება აქვთ ნაცისტურ და მოგვიანებით კომუნისტური აღმოსავლეთ გერმანიის საიდუმლო პოლიციასთან დაკავშირებით.
