კატეგორიები

ევროპის მრავალ ქვეყანაში ტემპერატურა 30 გრადუსს გადააჭარბებს

ევროპის მრავალ ქვეყანაში ტემპერატურა 30 გრადუსს გადააჭარბებს
ევროპის მოსახლეობის ნახევარზე მეტს მორიგი სითბური ტალღა დაატყდება თავს, რომლის დროსაც ტემპეტრატურა 30 გრადუსს გადააჭარბებს.

ზედიზედ ორი სითბური ტალღს შემდეგ ევროპის კონტინენტი კვლავ მზარდი ტემპერატურის წინაშეა.

ინტენსიური სიცხე დასავლეთ და სამხრეთ ევროპაშია მოსალდნელია. ყველაზე მეტი საფრთხე საფრანგეთს, იტალიასა და ესპანეთს ემუქრება.

თუმცა, თბილი ჰაერის მასები ასევე გავრცელდება ბალკანეთისკენ, განსაკუთრებით საბერძნეთისა და ადრიატიკის სანაპიროსკენ.

გაერთიანებულ სამეფოში კი უკიდურეს სიცხესთან გასამკლავებლად მთავრობა საგანგებო შეხვედრას გამართავს. ამ საკითხთან დაკავშრებით ეს წელს მეორე შეხვედრა იქნება.

მეცნიერები სითბური ტალღებისა და ტემპერატურის მატებას ადამიანის მიერ გამოწვეულ კლიმატის ცვლილებას უკავშირებენ.

ევროპა მსოფლიოში ის კონოტინეტია, რომელიც ყველაზე სწრაფად თბება. განმეორებითმა სითბურმა ტალღებმა წელს ფართომასშტაბიანი გვალვა და ინტენსიური ხანძრები გამოიწვია.

დაკავშირებული ამბები
ევროპის მრავალ ქვეყანაში ტემპერატურა 30 გრადუსს გადააჭარბებს საუდის არაბეთი, თურქეთი და პაკისტანი ერთობლივ თავდაცვით შეთანხმებას გააფორმებენ