კატეგორიები

დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ჰორმუზის სრუტეს აკონტროლებს და მის შენარჩუნებასაც აპირებს

დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ჰორმუზის სრუტეს აკონტროლებს და მის შენარჩუნებასაც აპირებს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ ვაშინგტონი ჰორმუზის სრუტეს აკონტროლებს და მის შენარჩუნებასაც აპირებს. ამის შესახებ დონალდ ტრამპი პლატფორმა Truth Social-ზე წეს.

„ჩვენს საზღვაო ბლოკადას ყველა „ფოლადის კედელს“ უწოდებს და ირანს მის წინააღმდეგ ვერაფრის გაკეთება შეუძლია“, - ნათქვამია მის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში.

ამერიკის შეერთებული შეერთებული შტატების პრეზიდენტი იმასაც იმეორებს, რომ ირანს არ ჰყავს არც საზღვაო და არც საჰაერო ძალები. „ის ჯარისკაცები, რომლებიც დარჩათ, ხელფასებს ვერ იღებენ, ირამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი განადგურებულია და გარბის, ხოლო მათი ე. წ. ხელმძღვანელობა, საუკეთესო შემთხვევაში, გაურკვევლობაშია“, - ამბობს დონალდ ტრამპი.

მას აქამდეც არაერთხელ უთქვამს, რომ სტრატეგიული მნიშვნელობის სრუტეს თავად აკონტროლებს, თუმცა ირანი აცხადებს, რომ ჰორმუზის დიდი ნაწილი თეირანის კონტროლქვეშაა. მეტიც, ისლამური რესპუბლიკა 28 თებერვალს დაწყებული ომის საპასუხოდ სრუტეში გადასახადების დაწესებასაც გეგმავს.

დაკავშირებული ამბები
რუსეთის მორიგი ულტიმატუმი სომხეთს - მოსკოვი ერევნისგან რეფერენდუმს მოითხოვს თეთრი სახლის პრესმდივანი თანამდებობას ტოვებს