უნგრეთს ახალი პრეზიდენტი ჰყავს. ქვეყნის მთავარსარდლის თანამდებობა უზენაესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, ანდრაშ ბაკამ დაიკავა. უნგრეთის პარლამენტმა ის 140 ხმიანი უპირატესობით აირჩია და პრეზიდენტად დაამტკიცა. მის კანდიდატურას მხოლოდ 6 მოწინააღმდეგე ჰყავდა,
ოპოზიციაში გადასული ვიქტორ ორბანის პარტიამ კი პროცესს ბოიკოტი გამოუცხადა. პარტია „ფიდესი“ ახალ მთავრობას ტირანული პოლიტიკის წარმოაბაში ადანაშაულებს, რაც შეეხება თავად „ფიდესის“ მმართველობას, მას ავტოკრატიად მიიჩნევს თავად ახალი პრეზიდენტი,რომელმაც ვიქტორ ორბანის მავნე პოლიტიკით ქვეყნისთვის მიყენებული ზიანი არაერთხელ ახსენა.
„კანონის უზენაესობა მხოლოდ იმიტომ კი არ მოქმედებს, რომ არსებობს წესები, არამედ იმიტომ, რომ ადამიანებს ამ წესების თანაბარი და გამონაკლისების გარეშე გავრცელების სჯერათ. ჩვენი ინსტიტუტების მდგომარეობა მხოლოდ იმ მძიმე მემკვიდრეობის ერთერთი ნაწილია, რომლის დაძლევაც მოგვიწევს. ჩემი აზრით, ბოლო წლების ყველაზე სერიოზული შედეგი უნგრულ საზოგადოებაში გაჩენილი ღრმა განხეთქილებაა.ეს ქვეყანა ვერ ააშენებს საერთო მომავალს, სანამ მისი მოქალაქეები ერთმანეთს მტრებად აღიქვამენ. ამიტომ, ჩვენს წინაშე მდგარი ამოცანა მოითხოვს როგორც სამართლიანობას, ისე თავშეკავებას.კანონის დარღვევები უნდა გამოვლინდეს; საჯარო სახსრების გამოყენება საფუძვლიანად შემოწმდეს.თუმცა, არის ერთი რამ, რასაც ჩვენ ნამდვილად ვერ გავაკეთებთ. ჩვენ ახალ უნგრეთს შურისძიებაზე ვერ ავაშენებთ. მათ, ვინც დღეს იმედგაცრუებულია, მათ, ვისაც ცვლილება არ სურდა, არ მოეთხოვებათ უარი თქვან საკუთარ შეხედულებებზე ან პოლიტიკურ მრწამსზე იმისთვის, რომ მომავლის უნგრეთში საკუთარი ადგილი ჰქონდეთ“- აღნიშნა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის ახალმა პრეზიდენტმა,ანდრაშ ბაკამ.
პარლამენტში ახალმა პრეზიდენტმა ფიცი უკვე დადო, ინაუგურაცია კი უკვე 19 აგვისტოსაა ჩანიშნული, რის შემდეგაც, ის ოფიციალურად შეუდგება თანამდებობას,რომელიც მეტწილად ცერემონიული ხასიათისაა,რადგან ძალაუფლება უნგრეთში მეტწილად პრემიერისა და მთავრობის ხელშია დელეგირებული,თუმცა პრეზიდენტს არაერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი აქვს, მათ შორის კანონებზე ვეტოს დადებით.
ახალი პრეზიდენტის არჩევა უნგრეთის ახალი მთავრობის ბოლო ნაბიჯი იყო, არჩევნების გზით მოპოვებული ძალაუფლება სრულად გაემყარებინა,მას შემდეგ რაც ვიქტორ ორბანის დამარცხების მიუხედავად, პრემიერ პიტერ მაგიარს გარკვეული დრო დასჭირდა ვიქტორ ორბანის თანამოაზრე პრეზიდენტის,ტამაშ შულიოკის გადასაყენებლად და ახლის დასანიშნად. ამ თანამდებობაზე ის ცნობილ უნგრელ მოჭადრაკეს, იუდიტ პოლგარსაც კი განიხილავდა,რომლისგანაც უარი მიიღო.
საბოლოოდ არჩევანი 74 წლის იურისტზე, ანდრაშ ბაკაზე გაკეთდა, რომელის 1991 დან 2008 წლამდე ადამიანის უფლებადა ევროპულ სასამართლოში საქმიანობდა, 2009-2011 წლებში კი უნგრეთის უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარეობდა, ის ამ პოსყს ორბანის მთავრობამ ვადის ამოწურვამდე 3 წლით ადრე ჩამოაშორა. ბაკამ საქმე ევროპულ სასამართლოში წაიღო,რომელმაც დადგინდა,რომ მისი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობიდან გადაყენებამის მიერ მთავრობის სასამართლო რეფორმის კრიტიკით იყო ნაკარნახევი. მას შემდეგ ანდრაშ ბაკა აკადემიურ საქმიანობას ეწეოდა, მათ შორის წამყვან ამერიკულ სასწავლო დაწესებულებებში, როგორიცაა კოლუმბიის,ბერკლის,კალიფორნიისა თუ ვირჯინიის უნივერსიტეტები
როგორც თავად ამბობს, ახლა უნგრეთის წინაშე მდგარი მთავავრი ამოცანა შიდა სოციალურ-პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულება და საზოგადოების გასაერიანებლად გონივრული ნაბიჯების გადადგმაა.
