კატეგორიები

გვალვამ უნგრეთის ღვინის რეგიონში ყურძნის მოსავალი დააზიანა

გვალვამ უნგრეთის ღვინის რეგიონში ყურძნის მოსავალი დააზიანა
ამ ზაფხულს ევროპაში მძვინვარე ძლიერმა გვალვამ უნგრეთის ყველაზე ცნობილ ღვინის რეგიონში ყურძნის მოსავალზეც იმოქმედა.

ვილიანის ღვინის რეგიონში მაღალი ტემპერატურის გამო ყურძენი უფრო მცირე ზომისაა, ფერმერები ვაზების გადარჩენას ცდილობენ. ამიტომ მოსავლის აღებას ჩვეულებრივზე ადრე იწყებენ.

„ნელ-ნელა იძულებული ვართ შევეჩვიოთ იმას, რომ საკმაოდ სერიოზული გვალვაა, არა მხოლოდ აქ, არამედ მთელ ქვეყანაში. ახლა ნამდვილად გვჭირდება წვიმა. განსაკუთრებით იმ ვენახებში, სადაც უფრო მეტად ცხელა. მეღვინეები ხვდებიან, რომ ტენიანობის ნაკლებობაა არა მხოლოდ ნიადაგში, არამედ ატმოსფეროშიც“. - ამბობს ერთ-ერთი მეღვინე გერგელი ნაგი.

ექსპერტიზა მნიშვნელოვანია მეღვინეობის ბიზნესში, მაგრამ გამოცდილი სპეციალისტებიც კი უძლური არიან ბუნების წინაშე.

მიუხედავად იმისა, რომ ღვინის ხარისხი სერიოზულად არ დაეცემა, მოსავლის აღებისთვის მზა ყურძნის რაოდენობა წინა წლებთან შედარებით, სავარაუდოდ,  დაახლოებით 30%-ით ნაკლები იქნება.

„სწორედ ამ დროს უნდა ივსებოდეს მარცვლები წყლით. ვხედავთ, რომ გვალვისა და მშრალი პირობების გამო მტევნები და კენკრა დაჭკნა. ეს დიდი პრობლემა იქნება, განსაკუთრებით იმ ჯიშებისთვის, რომლებიც გვიან მწიფდება“.- განაცხადა ვილიანის მეღვინე, ტამაშ რიცუმ.

წინა წლებში ვილიანში წითელი ყურძნის ჯიშის მოსავალს სექტემბრის დასაწყისში იღებდნენ, თუმცა წელს ეს პროცესი უფრო ადრეა მოსალოდნელი.

კონკრეტული თარიღი უცნობია. ის გვალვის შედეგად დამწიფების პროგრესზე იქნება დამოკიდებული.

დაკავშირებული ამბები
გვალვამ უნგრეთის ღვინის რეგიონში ყურძნის მოსავალი დააზიანა უნგრეთის ახალ პრეზიდენტად პარლამენტმა ანდრაშ ბაკა დაამტკიცა