ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის მონაცემებით, გაერთიანებულ სამეფოში რეკორდულად თბილი ზაფხულია.
წინასწარი სტატისტიკის მიხედვით, დიდი ბრიტანეთის მასშტაბით პირველი ივნისიდან 10 აგვისტომდე დაფიქსირებული საშუალო ტემპერატურა 16 გრადუს-ნახევარზე ოდნავ ნაკლები იყო. ეს თითქმის 2 გრადუსით მეტია 1991-2020 წლების ანალოგიური პერიოდის საშუალო მაჩვენებელზე.
ასევე ივლისი რეკორდულად მშრალი თვე იყო როგორც ინგლისისთვის, ისე უელსისთვის.
ინგლისის თითქმის სამ მეოთხედსა და მთელ უელსში გვალვაა.
გასულ კვირას მეტეოროლოგიურმა სამსახურმა გაერთიანებული სამეფოს გარკვეულ ნაწილებში განგაშის ქარვისფერი დონე გამოაცხადა. ზოგიერთ ადგილას ელიან, რომ ტემპერატურა 37 გრადუსს მიაღწევს.
დასავლეთ ევროპის ნაწილიც ამ კვირაში კიდევ ერთი სითბური ტალღისთვის ემზადება.
ევროპა მსოფლიოში ყველაზე სწრაფად თბება. აქ ტემპერატურა გლობალურ საშუალო მაჩვენებელზე დაახლოებით ორჯერ მეტია.
ამ ზაფხულის რეკორდულმა სიცხემ ევროპის ტერიტორიის 38 პროცენტში გვალვა გამოიწვია.
