კატეგორიები

ასტრონომებმა კოსმოსში შაქრის მოლეკულების, ერითრულოზის, არსებობის მტკიცებულება აღმოაჩინეს

ასტრონომებმა კოსმოსში შაქრის მოლეკულების, ერითრულოზის, არსებობის მტკიცებულება აღმოაჩინეს
სიცოცხლის წყაროს ძიებაში კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა კოსმოსში. ირმის ნახტომი ასობით მილიარდი ვარსკვლავის სამყოფელია. ასტრონომებმა ამ ვარსკვლავებს შორის გაჩენილი გაზისა და მტვრის უზარმაზარ ღრუბლებში აღმოაჩინეს შაქრის მოლეკულების, ერითრულოზის, არსებობის მტკიცებულება, ეს შაქარი მნიშვნელოვანია, რადგან ისინი სიცოცხლისთვის აუცილებელ ძირითად ინგრედიენტებს შორისაა.

„შაქარი, ანუ მონოსაქარიდები, არის ის, რაც იწყება სამი ნახშირბადით. ამიტომაც არის ერითრულოზა პირველი შაქარი. და რადგან ის სიცოცხლის წარმოშობისთვის საჭირო ინგრედიენტია. ის წარმოადგენს რიბონუკლეინის მჟავისა და დნმ-ის ხერხემალს, სწორედ ამიტომ არის ასეთი მნიშვნელოვანი მათი ძიება“. - ამბობს, ესპანეთის ასტრობიოლოგიის ცენტრის წარმომადგენელი და ასტროფიზიკოსი, ისასკუნ ხიმენეს-სერა.

ჯგუფმა მოლეკულის გამოსაკვლევად ესპანეთში მდებარე რადიოტელესკოპები გამოიყენა ახალი აღმოჩენა მიხედვით, ეს მოლეკულები შესაძლოა უფრო ადრეც ჩამოყალიბებულიყო, სანამ ვარსკვლავები და პლანეტები გაჩნდებოდნენ.

„ჩვენი ნაშრომით ვაჩვენებთ, რომ ამ ტიპის მოლეკულა შესაძლოა წარმოქმნილიყო ვარსკვლავთშორის სივრცეში ამ მოლეკულურ ღრუბლებში, ვარსკვლავებისა და პლანეტების ჩამოყალიბებამდე. ეს ნიშნავს, რომ ისინი შეიძლება წარმოიქმნას გალაქტიკის სხვა ნაწილებსა და სხვა მოლეკულურ ღრუბლებშიც, სადაც ვარსკვლავები და პლანეტები ყალიბდებიან. ეს ნიშნავს, რომ სიცოცხლისთვის აუცილებელი ინგრედიენტები შეიძლება გალაქტიკაში გავრცელდეს და  დაეხმაროს სიცოცხლეს განვითარებაში, როგორც ეს დედამიწის შემთხვევაში მოხდა“. - აცხადებს ისასკუნ ხიმენეს-სერა

მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება უცხო მოლეკულას ჰგავდეს, ის ძალიან ნაცნობია ჩვენთვის.  

„ძირითადად ისინი  ჟოლოსა და სხვა წითელ ხილში გვხვდება. ასევე  თვითგარუჯვის საშუალებებში. ეს არის შაქარი, რომელსაც როგორც ჩანს, ამ სახის ხილი და კოსმეტიკა შეიცავს“. - აცხადებს ისასკუნ ხიმენეს-სერა.

ჟურნალ Nature Astronomy-ში გამოქვეყნებული აღმოჩენა იმაზე მიუთითებს, რომ სიცოცხლისთვის აუცილებელი მასალა

შესაძლოა იმაზე მეტად იყოს გავრცელებულ გალაქტიკაში, ვიდრე ჩვენ გვგონია.

დაკავშირებული ამბები
ასტრონომებმა კოსმოსში შაქრის მოლეკულების, ერითრულოზის, არსებობის მტკიცებულება აღმოაჩინეს სოციალური ქსელების ადრეული ასაკიდან გამოყენება აკადემიურ მოსწრებაზე აისახება