ლატვია არალეგალურ მიგრაციასთან აქტიურ ბრძოლას იწყებს. საქმე კვლავ ბელარუსის საზღვარს ეხება, სადაც ქვეყნის შესაბამისმა სამსახურბმა საიდუმლო გვირაბი აღმოაჩინეს, რომლითაც ევროპაში მოხვედრის მსურველი მიგრანტები ჯერ ლატვიაში, შემდგომ კი შენგენის ზონაში ხვდებოდნენ.
პრევენციული გეგმა, რომელიც რიგამ წარაგინა - სამხედრო დანაყოფების,სასაზღვრო პოლიციის,უსაფრთხოების სამსახურისა თუ სხვა სამართალდამცავი ორგანოების ჩართვას ითვალისწინებს პროცესში,მათ შორის მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება დრონების გამოყენებაც. ერთობლივი კონფერენცია ქვეყნის პრემიერმა, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრებმა გამართეს. მათთან ერთად იყო კრიზისების მართის ცენტრის ხელმძრვანელიც.
**„ჩვენი მთავარი მიზანია ბელარუსის მხრიდან ლატვიის სახელმწიფოს წინააღმდეგ მომდინარე ჰიბრიდული საფრთხის შეჩერება და, ზოგადად, უკანონო მიგრაციის აღკვეთა. ოპერაციის ფარგლებში გაძლიერდება ლატვიის აღმოსავლეთ საზღვრის უსაფრთხოება, უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფო სასაზღვრო დაცვის სამსახურს, სახელმწიფო პოლიციას, შეიარაღებულ ძალებსა და უსაფრთხოების სამსახურებს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობა, ხოლო საზღვრის უკანონო გადაკვეთის შემთხვევების ადრეული გამოვლენისა და დამრღვევთა დაკავების მიზნით უპილოტო საფრენი აპარატების სისტემები უფრო ინტენსიურად იქნება გამოყენებული“-**აღნიშნა ლატვიის შინაგან საქმეთა მინისტრმა,ჯანის დომბრავა.
ევროკავშირის წევრი ლატვია მოსკოვის მოკავშირე ბელარუსთან 173 კილომეტრიან საზღვარს იზიარებს. ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვრის დაცვის აუცილებლობას იმანაც უბიძგა, რომ საიდუმლო გვირაბები სულ ახლახან ლიეტუვაშიც იქნა აღმოჩენილი, სწორედ ამიტომაა, რომ რიგა ამჯერად ესტონეთსა და პოლონეთს აფრთხილებს შესაძლო საფრთხის შესახებ და მათ არალეგალური მიგრაციის მავნე სქემების აღმოჩენასა და მათთან ბრზოლაში დახმარების ხელს უწვდის.
**„ორგანიზატორებმა უნდა იცოდნენ,რომ დღეს ჩვენ ყველაფერ ამას წერტილს დავუსვამთ. ოპერაცია სახელწოდებით „მაქცია“ დაიწყო და ის ამ ორგანიზებულ საქმიანობას ბოლოს მოუღებს, რადგან პროცესში ჩვენ ყველა რესურსს ვრთავთ, მათ შორის სამხედრო,სასაზღვრო თუ საპოლიციაო ძალებს. დარწმუნებული ვართ, რომ ამ სქემას იმდენად სერიოზულ დარტყმებს მივაყენებთ, რომ ის უბრალოდ აღარ იქნება საინტერესო მიგრანტებისთვის. აქ მთავარი ელემენტი ადამიანების ევროპის მიმართულებით გადაადგილებაა. სინამდვილეში, აქ დარჩენა არავის სურს. მათი საბოლოო დანიშნულების ადგილი, ასე ვთქვათ, უფრო თბილი ადგილია. ჩვენ ასევე ჩავერთვებით დახმარების პროცესში, თუ ამგვარი რამ ესტონეთსა და პოლონეთშიც მოხდება. რადგან ეს პრობლემა აშკარად ვრცელდება. ისინი უბრალოდ იქ მიგრირებენ, სადაც ამის გაკეთება უფრო მარტივია. სწორედ ამიტომ, აუცილებელია, რომ ჩვენ არალეგალური მიგრაციისთვის ყველაზე მარტივი ადგილი არ ვიყოთ“-**თქვა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა,ანდრის კულბერგმა.
ქვეყნის პმრემიერი აღნიშნავს, ბელარუსიდან ლატვიაში მიგრანტთა ჯგუფების გადაყვანას კრიმინალური ჯგუფები მიზანმიმათულად ეწევიან, ამას ლატვიაში ჰიბრიდულ საფრტხედ აღიქვამენ. სწორედ ამიტომაა,რომ ქვეყანამ საკუთარ საზღვრებთან მყოფი შესაბამისი ძალების რიცხვი გააორმაგა.
