კატეგორიები

უკრაინა უარყოფს ბულგარეთის ტერიტორიაზე მილსადენთან ახლოს დრონით თავდასხმას

უკრაინა უარყოფს ბულგარეთის ტერიტორიაზე მილსადენთან ახლოს დრონით თავდასხმას
უკრაინამ უარყო ბულგარეთის ტერიტორიაზე დრონით თავდასხმა. როგორც ცნობილია,   უპილოტო საფრენი აპარატი რუმინეთის საზღვართან, სტრატეგიულ ტრანსბალკანურ გაზსადენთან ახლოს, აფეთქდა.

ბულგარეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ამ ტიპის დრონებს უკრაინელი სამხედროები იყენებენ.

პასუხად, საგარეო საქმეთა მინისტრმა 10 აგვისტოს შეხვედრაზე  უკრაინის ელჩი დაიბარა.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროები იძიებენ ინციდენტს და დასძინა, რომ ეს არ ყოფილა მიზანმიმართული ქმედება.

რეგიონული ხელისუფლების თქმით,  საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

„დარწმუნებით ვერ ვიტყვი, რომელ უპილოტო საფრენ აპარატზეა საუბარი, რადგან  მიმდინარეობს გამოძიება და მისი სახეობა ჯერ არ არის დადგენილი“. - განაცხადა დობრიჩის ოლქის რეგიონულმა გუბერნატორმა, რუსლან ტომოვმა.

აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა რუმენ რადევმა განაცხადა, რომ დრონს მნიშვნელოვანი რაოდენობის ასაფეთქებელი ნივთიერებები გადაჰქონდა.

დრონი მზესუმზირის ყანაში ჩამოვარდა, ტრანსბალკანური გაზსადენის კომპრესორული სადგურიდან სულ რაღაც 1 კილომეტრში. სწორედ ეს გაზსადენი აკავშირებს ერთმანეთთან  თურქეთს, ბულგარეთს, რუმინეთს, მოლდოვასა და უკრაინას.

დაკავშირებული ამბები
უკრაინა უარყოფს ბულგარეთის ტერიტორიაზე მილსადენთან ახლოს დრონით თავდასხმას ირანი ბულგარეთს უკვე მესამეჯერ აფრთხილებს აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავების განლაგების გამო