კატეგორიები

კანადაში ტყის ხანძრების შედეგად 20 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო

კანადაში ტყის ხანძრების შედეგად 20 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო
კანადის ბრიტანეთის კოლუმბიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. სწრაფად მზარდი ხანძრის გამო დასავლეთ კანადაში 20 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. განადგურდა სახლები, ხანძარი კი ოკანაგანის ტბის გასწვრივ მდებარე ქალაქებისკენ ვრცელდებოდა.

პრემიერ-მინისტრმა დევიდ ებიმ  საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რადგან პროვინციაში 100-ზე მეტი კერა მძვინვარებდა, ზოგიერთ ადგილას ხანძარს ქარიანი ამინდისა და ხანგრძლივი გვალვის გამო ვეღარ აკონტროლებდნენ.

სამერლენდიდან, სადაც 12 000 ადამიანი ცხოვრობს,  ღამით ყველას დაატოვებინეს ტერიტორია, ასევე ახლომდებარე პიჩლენდსა და მის შემოგარენში მცხოვრები დაახლოები 8 000 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ჯერჯერობით  არ ვრცელდება ზუსტი ინფორმაცია, თუ რამდენი სახლი განადგურდა რეგიონში.

ტყის ხანძარი პირველად 7 აგვისტოს, საღამოს, შენიშნეს. რამდენიმე საათში ცეცხლი დაახლოებით 50 კვადრატულ კილომეტრ ფართობს მოედო და სწრაფად გავრცელდა ფოლდერის პატარა თემსა და სამერლენდამდე.

კანადაში ბოლო წლებში სულ უფრო მეტად იზრდება დამანგრეველი ხანძრების რაოდენობა, რაც მასობრივ ევაკუაციებს იწვევს.  კვამლმა არაერთხელ მოიცვა კანადისა და შეერთებული შტატების დიდი ნაწილი.

ბოლო პერიოდში კანადაში ტყის ხანძრები სულ უფრო ინტენსიური გახდა. ექსპერტების აზრით, ეს კლიმატის ცვლილების დამანგრეველი შედეგია.

დაკავშირებული ამბები
კანადაში ტყის ხანძრების შედეგად 20 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო კანადამ თავდაცვის ახალი სტრატეგია „შეიძინე კანდური“ წარადგინა