კატეგორიები

ისრაელმა ღაზის შესახებ აშშ-ის მიერ ინიცირებული 15 პუნქტიანი გეგმა საჯაროდ უარყო

ისრაელმა ღაზის შესახებ აშშ-ის მიერ ინიცირებული 15 პუნქტიანი გეგმა საჯაროდ უარყო
ისრაელმა ღაზის ირგვლივ აშშ-ის მიერ ინიცირებული 15 პუნქტიანი გეგმა საჯაროდ უარყო, რომლის მიზანიც ანკლავში მშვიდობის მიღწევაა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისრაელი სექტორიდან ჯარებს სრულად გაყვანას არ აპირებს,

ყოველ შემთხვევაში მანამ, ვიდრე პრემიერი ბენიამინ ნეთანიაჰუ არ ჩათვლის, რომ ადგილზე მოქმედი სამხედრო დაჯგუფება „ჰამასი“ სრულად განიარაღდა. თელ-ავივს სრულად განიარაღების მისეული,უკომპრომისო განმარტება აქვს.

„მოვისმინე, ზოგი ამბობდა, რომ თითქოს ჩვენ ეს აქამდე  არ გვითქვამს, მაგრამ ჩვენ ეს ვთქვით და ახლაც გავიმეორებ, ისრაელი უარყოფს ღაზასთან დაკავშირებულ 15-პუნქტიან გეგმას. ისრაელის თავდაცვის ძალები არსად გავლენ, ვიდრე ჰამასი სრულად არ განიარაღდება. და როდესაც ვამბობ ჰამასისა და მისი იარაღის განადგურებას, ვგულისხმობ მძიმე შეიარაღებას, შედარებით მსუბუქ შეიარაღებას და მცირე ზომის იარაღსაც. ყველა სახის იარაღს. ჩვენ ვსაუბრობთ ნამდვილ განიარაღებაზე და არა მოჩვენებით, ფორმალურ პროცესზე. ამ საკითხზე ამერიკელებთან ამჟამადაც ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს. მათ აქვთ გარკვეული იდეები, ზოგი მათგანი ჩვენთვის მისაღებია, ზოგი კი მიუღებელი.გარდა ამისა, ისრაელის თავდაცვის ძალები გააგრძელებენ ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული საფრთხეების აღკვეთას, რადგან, კიდევ ერთხელ ვამბობ, ისრაელის არსებობა და მისი თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება მოლაპარაკების საგანი არ არის. ვიდრე მე პრემიერ-მინისტრი ვიქნები, პალესტინის სახელმწიფო არ შეიქმნება. არც ღაზაში და არც იუდეასა თუ სამარიაში - არც „ფათაჰ-სტანი“ და არც „ჰამას-სტანი“-აღნიშნა ისრაელის პრემირ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

საგულისხმოა, რომ ვაშინგტონის მიერ ორგანიზებული „მშვიდობის საბჭოში“ჯერ კიდევ გასულ თვეს ამბობდნენ, რომ ღაზაში ჰამასისა და სხვა სამხედრო დაჯგუფებების სრული განიარაღების შესახებ შეთანხმებას მიაღწია. თავად ჰამასში კი აცხადებდნენ, რომ მძიმე შეიარაღების დათმობას, წინ ისრაელის მიერ ანკლავის დატოვება უნდა წარუძრვეს სექტემბერში, როგორც ეს საწყის ფაზაში იყო გათვალისწინებული.

ისრაელის მტავრობის სხდომაზე გაკეთებული ახალი განცხადება, თელ-ავივის მიერ გაკეთებული პირველი მკაფიო და ოფიციალური უარია დონალდ ტრამპის გეგმაზე,რომელიც მისი მთავარი სტრატეგიული პარტნიორია. 

თეთრ სახლში პასუხს არ ჩქარობენ, თუმცა დონალდ ტრამპი არ მალავს, რომ მისი მეგობარი და მჭიდრო პარტნიორი, ისრაელის ლიდერი მისთვის გარკვეულ თავისტკივილად უკვე იქცა. რთულ პოზიციაშია თავად ბენიამინ ნეთანიაჰუც, რომლსაც არჩევნებამდე სულ რამდენიმე თვე რჩება და დათმობებზე წასვლა არ სურს,თუმცა არც სტრატეგიული მოკავშირის გაბრაზებაა უკეთესი ვარიანტი. თელ-ავივიამჟამად კვლავ მოლაპარაკებების პროცესშია აშშ-სთან ამ სამშვიდობო გეგმის ტექსტთან დაკავშირებით. თავად ჰამასის წარმომადგენლობამ საქმეში მედიატორების ჩართვა მოითხოვა, რათა აქამდე შეთანხმებული სრულად განხორციელდეს.

„მშვიდობის საბჭოს“ წარმომადგენელმა, ნიკოლაი მლადენოვმა კვირას გეგმა დაიცვა და განაცხადა, რომ მოლაპარაკებები გრძელდება „პოზიტიური შედეგის“ იმედით.

ჰამასსა და ისრაელს შორის ოფიციალურად ცეცხლი 2025 წლის ოქტომბრეში შეწყდა, თუმცა მას შემდეგ ისრალის შეიარაღებულ ძალეს პერიოდულად მიჰქონდა იერიშები ანკლავზე.

დაკავშირებული ამბები
ისრაელმა ღაზის შესახებ აშშ-ის მიერ ინიცირებული 15 პუნქტიანი გეგმა საჯაროდ უარყო ბენიამინ ნეთანიაჰუ ვაშინგტონში ჩაფრინდა