კატეგორიები

არქეოლოგიური გათხრების შედეგად სიცილიის სანაპიროსთან ჩაძირული რომაული გემი აღმოაჩინეს

არქეოლოგიური გათხრების შედეგად სიცილიის სანაპიროსთან ჩაძირული რომაული გემი აღმოაჩინეს
სიცილიის სანაპიროსთან, მაძარა-დელ-ვალოს მახლობლად, რომაული ეპოქის გემი აღმოაჩინეს.

ჩაძირული გემი ძვ.წ. მეორე და პირველი საუკუნეებით თარიღდება და ის 46 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, გემის სიგრძე დაახლოებით 21 მეტრია, სიგანე კი ექვსი მეტრი.

იტალიის ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს ასობით ამფორა, რომლებიც გემს გადაჰქონდა, ასევე ტყვიის ორი ღუზა.

იტალიის კულტურის მინისტრმა ალესანდრო ჯულიმ ეს მოვლენა ბოლო წლების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყალქვეშა არქეოლოგიურ აღმოჩენად შეაფასა.

პალერმოს პოლიციის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამსახურის მყვინთავებმა განაცხადეს, რომ ადგილი კერძო პირებისგან მიღებული შეტყობინების შემდეგ იპოვეს.

ახლა ჩატარდება შემდგომი კვლევა ადგილის არქეოლოგიური კონტექსტის რეკონსტრუქციისა და მისი დაცვისთვის საჭირო ზომების დასადგენად.

რამდენიმე დღით ადრე სიცილიის სანაპიროსთან  დიდი წყალქვეშა კრატერი და ახალი ჰიდროთერმული ხვრელებიც აღმოაჩინეს.

დაკავშირებული ამბები
არქეოლოგიური გათხრების შედეგად სიცილიის სანაპიროსთან ჩაძირული რომაული გემი აღმოაჩინეს ლიმონი, ღვინო და ყველი - ანდროსის კუნძულის ოქროს საგანძური