კატეგორიები

საუდის არაბეთი, თურქეთი და პაკისტანი ერთობლივ თავდაცვით შეთანხმებას გააფორმებენ

საუდის არაბეთი, თურქეთი და პაკისტანი ერთობლივ თავდაცვით შეთანხმებას გააფორმებენ
საუდის არაბეთი, თურქეთი და პაკისტანი ერთობლივ თავდაცვითშეთანხმებას გააფორმებენ.

საუდის არაბეთის სამხედრო და სამთავრობო წრეებთან დაახლოებულმა წყაროებმა AFP-ს განუცხადეს, რომ თურქეთთან და პაკისტანთან შეთანხმების ხელმოწერას პარასკევს ქალაქ ჯიდაში გეგმავენ.

ეს რეგიონში ომების, კონფლიქტებისა და სამხედრო დაძაბულობის ზრდის ფონზე ხდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გარემოება კი, ბუნებრივია, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მიმდინარე ომია, რომელმაც სპარსებით ყურის ქვეყნები კონფლიქტში ჩაითრია და ჰორმუზის სრუტესა და წითელ ზღვაში საზღვაო გადაზიდვების შეაფერხა.

ანონიმური წყარო აცხადებს, რომ ამგვარი შეთანხმების გაფორმებაზე მსჯელობა უკვე დიდი ხანია დაწყებულია, თუმცა რეგიონში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა პროცესი დააჩქარა.

საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი წითელი ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და პაკისტანის პრემიერ-მინისტრ შეჰბაზ შარიფს შეხვდება.

იგი და პაკისტანის არმიის ხელმძღვანელიასიმ მუნირთან ერთად ქვეყანაში ხუთშაბათს ჩავიდა და იქ შაბათამდე დარჩება. თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, რეჯეფ თაიფ ერდოღან ჯიდაში პარასკევს უნდა ჩავიდეს.

სამი ქვეყნის შესაძლო სტრატეგიული ალიანსი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აქტიურად განიხილებოდა.

საუდის არაბეთმა და პაკისტანმა ერთობლივი თავდაცვის შეთანხმება 2025 წელს უკვე გააფორმეს.

დაკავშირებული ამბები
საუდის არაბეთი, თურქეთი და პაკისტანი ერთობლივ თავდაცვით შეთანხმებას გააფორმებენ ICL-ის მკვლევრები ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის ახალ მოწყობილობებს ცდიან