ისრაელსა და ლიბანს შორის მოლაპარაკებების მეშვიდე რაუნდი ტერიტორიულ საკითხეზე კონკრეტული გარღვევის გარეშე დასრულდა, თუმცა რომში გამართულ დისკუსიებზე მხარეებმა შემდეგი შეხვედრის თარიღი დათქვე და საამისოდ პროცედურული ჩარჩოებიც შეათანხმეს, მათ შორის შეათანხმეს იმ პატიმართა სიაც, რომელთა გაცვლაზეც 1 სექტემბერს ჩანიშნულ მორიგ შეხვედრამდე იმუშავებენ. ამის შესახებ ინფორმაციას მოლაპარაკებებში ჩართული წყარო ავრცელებს.
იტალიის დედაქალაქში ბეირუთიდან და თელ-ავივიდან ჩასული დელეგაციები 3 დღის განმავლობაში მსჯელობდნენ საკვანძო ტერიტორიული საკითხებზე, მათ შორის ინტენსიურ შეხვედრებში ჩართული იყო აშშ-ის ელჩი იტალიაში. მიუხედავად მცდელობისა, წყაროები ამბობენ, რომ დელეგაციებმა ვერ შეძლეს საზღვრის გასწვრივ საპილოტე ზონების გაფართოებაზე შეთანხმება. ლიბანი სქემაში დამატებითი ტერიტორიების ჩართვას მოითხოვდა, ხოლო ისრაელი ამტკიცებდა, რომ გაფართოებამდე ჯერ პირველი ორი საპილოტე ზონის შემოწმება უნდა დასრულებულიყო.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ პროცესში პროგრესის მისაღწევად პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო პირების გაცვლა პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნდა გახდეს. ასევე ხაზს უსვამენ ქვეყნებს შორის ამჟამად მოქმედი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაცვის მნიშვნელობას,ისევე როგორც გაეროსთან მჭიდრო თანამშრომლობას პროცესის თანმდევ ღონისძიებებში.
„ლიბანში გაეროს დროებითი ძალებმის ინფორმაციით - ივნისის ბოლოს გამოცხადებული სამმხრივი ჩარჩო შეთანხმების შემდეგ სამხედრო აქტივობის ყველაზე მკვეთრი ესკალაცია ფიქსირდება.გუშინ სამშვიდობო ძალებმა აღრიცხეს ისრაელის თავდაცვის ძალების 113 გასროლა, რაც 21 ივნისის შემდეგ ერთ დღეში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამავე პერიოდში „ჰეზბოლას“ მხრიდან რაიმე სახის იარაღის გაშვება არ დაფიქსირებულა. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს საკოორდინაციო მექანიზმები, რომელშიც ლიბანისა და ისრაელის სამხედრო ძალები მონაწილეობენ. მათთან კოორდინაციით ვცდილობთ განვსაზღვროთ, რა ნაბიჯების გადადგმა შეიძლება ვითარების დეესკალაციისთვის.გაეროს სპეციალური კოორდინატორის ოფისი, მუშაობს იმის დასადგენად, რა სახის მხარდაჭერის გაწევა შეგვიძლია, რათა უზრუნველყოფილი იყოს შეთანხმებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის სრულად შენარჩულება“-აღნიშნა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილის პრესსპიკერმა,ფარჰან ჰაკიმ.
ქვეყნებს შორის საზღრის დემარკაციისა და ტყვეთა გაცვლის საკითხში აქტიურად იქნება ჩართული ამერიკული მხარე. საგულისხმოა, რომ რომში გამართული მოლაპარაკებები საკვანძო დიპლომატიური ძალისხმევაა ლიბანსა და ისრალეს შორის ურთიერთობის სტაბილიზაციისთვის, რომელიც ბოლო თვეებში დაძაბულობით განმოირჩევა.
