„ჩვენ მუდმივად მეტი საბრძოლო მასალა გვჭირდება“, - ამბობს დონალდ ტრამპი და მიანიშნებს, რომ აის მიზეზი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ უკრაინის მხარდაჭერაა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის გუნდმა კიევს უსასყიდლოდ ასობით მილიარდი დოლარის ღირებულების საბრძოლო მასალა გადასცა.
ამ განცხადებებით დონალდ ტრამპმა მედიის კითხვას უპასუხა მისი ადმინისტრაციის მიერ მარაგების შესავსებად მოთხოვნილ 21 მილიარდ დოლართან დაკავშირებით.
„ბატონო პრეზიდენტო, საბრძოლო მასალებთან დაკავშირებით: თქვენ ღამით გამოაქვეყნეთ განცხადება, რომ ამერიკის შეერთებული შტატებს საბრძოლო მასალის უზარმაზარი მარაგი აქვს, შემდეგ უარყავით ინფორმაცია დეფიციტის შესახებ. ამასთან, მარაგების შესავსებად მოთხოვნილია დამატებითი 21 მილიარდი დოლარი. მაშ, რატომ რჩება ეს მოთხოვნა ძალაში?“, - ჰკითხეს დონალდ ტრამპმს.
„იმიტომ, რომ ჩვენ ყოველთვის გვჭირდება მეტი და მეტი. ჩვენ უდიდესი რაოდენობის საბრძოლო მასალა გადავეცით უკრაინას - ეს ბაიდენის ხალხმა გააკეთა. უფასოდ გადასცეს. საფასურის გარეშე. უფასოდ. მილიარდობით, ასობით მილიარდი დოლარი. საბედნიეროდ, ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში დიდი მარაგი დავაგროვე. მე სამხედრო ძალები აღვადგინე და იგი ბევრი რამით აღვჭურვე. ჩვენ გვაქვს გარკვეული ტიპის საბრძოლო მასალა, რომელიც ძალიან მძლავრია და რომლის მარაგიც პრაქტიკულად შეუზღუდავია. სხვა შემთხვევებში მარაგები ცოტა უფრო შეზღუდულია და მათ ყოველდღიურად ვიღებთ. როგორც იცით, ჩვენი თავდაცვის კომპანიები ახლა უფრო მეტ საწარმოს აშენებენ, ვიდრე ოდესმე. ისინი აშენებენ საწარმოებს პეტრიოტებისთვის, ტომაჰავკებისთვის, ყველაფრისთვის“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, თუ რა ტიპის შეარაღებაზე საუბრობდა მაშინ, როდესაც ამბობდა, რომ გარკვეული ტიპის საბრძოლო მასალების მარაგები შეზღუდულია.
