კატეგორიები

დონალდ ტრამპის მიერ კანადურ საქონელზე ტარიფების ამოქმედებას სამი დღით აჩერებს

დონალდ ტრამპის მიერ კანადურ საქონელზე ტარიფების ამოქმედებას სამი დღით აჩერებს
Copyright AP Photo

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კანადურ საქონელზე დაგეგმილი 50%-იანი ტარიფების ამოქმედებას სამი დღით აჩერებს. გადაწყვეტილება ვაშინგტონსა და ოტავას შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ მიიღეს. მხარეები აცხადებენ, რომ სავაჭრო შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არიან, თუმცა საბოლოო პირობებზე მუშაობა ჯერ კიდევ გრძელდება.

ახალი 50%-იანი ტარიფები დაახლოებით 20 მილიარდი დოლარის ღირებულების კანადურ პროდუქციას უნდა შეხებოდა. შეზღუდვები ძალაში ოთხშაბათს უნდა შესულიყო, თუმცა კანადის მთავრობის თხოვნით, მათი ამოქმედება სამი დღით გადაიდო, რათა მხარეებმა დეტალები საბოლოოდ შეათანხმონ.

,,იცით, ამერიკელი ფერმერები კანადის გამო ძალიან დაზარალდნენ და მათ ტარიფების გადახდა აღარ მოუწევთ. შესაძლოა, ზოგიერთი ტარიფი იმ დონემდე შევამციროთ, რომელიც სხვა ქვეყნებისთვის მოქმედებს, რადგან კანადა უფრო მაღალ ტარიფს იხდიდა.

ამჟამად კანადის ხელმძღვანელობასთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს და ვნახავთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ტარიფების ამოქმედება სამი დღით გადავდეთ. თავდაპირველად დღეს, დილის 7 საათიდან, ყველა შესაბამის საქონელზე 50%-იანი ტარიფი უნდა ამოქმედებულიყო. თუმცა კანადის თხოვნით, მისი ამოქმედება სამი დღით გადავდე, რათა დეტალები საბოლოოდ შევათანხმოთ. იმედი მაქვს, ეს შესანიშნავი შეთანხმება იქნება - ყველასთვის სასარგებლო“ - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი საკითხი ფოლადზე, ალუმინსა და ავტომობილებზე მოქმედი ტარიფებია. განსახილველ ვარიანტებს შორისაა კანადურ ფოლადსა და ალუმინზე ტარიფის 50%-იდან 25%-ამდე შემცირება, ხოლო კანადაში წარმოებულ ავტომობილებსა და მსუბუქ სატვირთოებზე 25%-იდან 15%-ამდე. საბოლოო შეთანხმება ამ ეტაპზე მიღწეული არ არის.

კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნის განცხადებით, მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი პროგრესია, თუმცა რამდენიმე საკითხი კვლავ გადასაწყვეტია. შესაბამისად, 50%-იანი ტარიფების სამი დღით შეჩერება ვაშინგტონსა და ოტავას აძლევს დამატებით დროს, რათა სავაჭრო დავის გამწვავებამდე შეთანხმების საბოლოო პირობებზე შეჯერდნენ.

დაკავშირებული ამბები
დონალდ ტრამპის მიერ კანადურ საქონელზე ტარიფების ამოქმედებას სამი დღით აჩერებს ტრამპის გადაწყვეტილება სამხრეთ კორეასთან ერთობლივი წვრთნების შემცირებაზე ფხენიანის პოზიციას არ ცვლის