კატეგორიები

11 აგვისტოდან ტელემარკეტინგში ჩართული კომპანიები პირდაპირ ვეღარ დაუკავშირდებიან მოქალაქეებს

11 აგვისტოდან ტელემარკეტინგში ჩართული კომპანიები პირდაპირ ვეღარ დაუკავშირდებიან მოქალაქეებს

საფრანგეთში ტელემარკეტინგი დასასრულს უახლოვდება, ყოველ შემთხვევაში იმ რეეგულაციებით ვეღარ გაგრძელდება, რომლებიც აქამდე იყო.  11 აგვისტოდან ძალაში შედის კანონი, რომელიც ამკაცრებს წესებს და კრძალავს არასასურველ, შემაწუხებელ ზარებს.

მიზანია მოქალაქეების დაცვა მომაბეზრებელი გაყიდვების მოწოდებებისა და თაღლითური პრაქტიკისგან.

ახლა აკრძალული იქნება მომხმარებლებთან დაკავშირება მათი წინასწარი თანხმობის გარეშე, რომლის გაუქმებაც ნებისმიერ დროს შეიძლება.

ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში უკვე გატარდა მრავალი ზომა. მაგალითად, აიკრძალა პირდაპირი ზარები  06 ან 07 ნომრებიდან, ასევე მომხმარებელს ვერ უკავშირდებოდნენ დღის გარკვეულ საათებში ან უქმეებზე.

თუმცა, ეს შეზღუდვები მხოლოდ რამდენიმე კონკრეტული სექტორისთვის დაწესდა. ამიერიდან აკრძალვა პრაქტიკულად ყველა სექტორს შეეხება.

აქამდე მოქალაქეებს უწევდათ პლატფორმაზე დარეგისტრირება, რათა უარი ეთქვათ დაკავშირებაზე. „ამგვარად, ჩვენ გადავდივართ „უარის თქმის“ სისტემიდან „წინასწარი თანხმობის“ სისტემაზე“, -  აღნიშნავს საფრანგეთის ფინანსთა სამინისტრო

თუმცა, პირდაპირი ზარები დაშვებული იქნება ორ შემთხვევაში: როდესაც საქმე ეხება თქვენ მიერ უკვე დადებულ კონტრაქტს; ან როდესაც კომპანიამ მიიღო თქვენი წინასწარი თანხმობა, მაგალითად, შეძენის, მაღაზიაში ვიზიტის დროს ან განაცხადის მეშვეობით.

დაკავშირებული ამბები
11 აგვისტოდან ტელემარკეტინგში ჩართული კომპანიები პირდაპირ ვეღარ დაუკავშირდებიან მოქალაქეებს მერსედეს-ბენცმა, მოგების ზრდის მიუხედავად, გაყიდვების პროგნოზი შეამცირა