პრესსპკერის განცხადებით, ტოკიოს ზოოპარკში სამი ლომი, სავარაუდოდ, ძლიერ სიცხეს ემსხვერპლა. დანარჩენებს კი მკურნალობენ და მეთვალყურეობის ქვეშ არიან. როგორც ზოოპარკში ამბობენ, ერთ-ერთი, სამი წლის ძუ ლომი, გასულ კვირას 28 ივლისს დაიღუპა, მეორე, 11 წლის, 31 ივლისს, მესამე 15 წლის კი - ორ აგვისტოს.
„დაახლოებით ივლისის შუა რიცხვებიდან რამდენიმე ლომს გაუარესებული ჯანმრთელობის ნიშნები აღენიშებოდათ. ჭამაც კი არ შეეძლოთ. ზოგი კი ლეთარგიული გახდა, სამწუხაროდ, სამი ლომი დავკარგეთ. 10 ლომის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკურნალობის წყალობით გაუმჯობესდა”. - აცხადებს ტოკიოს ზოოპარკის პრესსპიკერი, მასატო ნაკამურა.
ზოოპარკის განცხადებაში ნათქვამია, რომ ივლისის შუა რიცხვებიდან 16 ლომიდან ათს სხვადასხვა ტიპის სიმპტომი განუვითარდა, ერთ-ერთი მადის დაკარგვაა. სამწუხაროდ, სამი ლომი მოკვდა.
ამ ამბებზე რეაგირებისას ცხოველთა დამცველმა ჯგუფმა PETA-მ განაცხადა, რომ ლომები, მუგი, იჩიგო და ლუენა ტყვეობაში დაიბადნენ, ცხოვრობდნენ და აქვე დაასრულეს სიცოცხლე. ისინი მოკლებული იყვნენ იმ ყველაფერს, რაც საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია გარეული ცხოველისთვის“.
იაპონიაში გასულ წელს რეკორდულად ცხელი ზაფხული გამოდგა. წელსაც ქვეყნის გარკვეულ ნაწილებში ტემპერატურამ 40 გრადუსს მიაღწია, რის გამოც ათასობით მოქალაქის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.
ტამას ზოოლოგიურ პარკში აცხადებენ, რომ ლომების ზონა საზოგადოებისთვის შემდგომ შეტყობინებამდე დაკეტილი იქნება.
