კატეგორიები

ლიბანმა და ისრაელმა რომში პირდაპირი მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გამართეს

ლიბანმა და ისრაელმა რომში პირდაპირი მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გამართეს
ლიბანისა და ისრაელის დელეგაციებმა ოთხ აგვისტოს რომში პირდაპირი მოლაპარაკებების ახალი რაუნდი დაიწყეს, განსახილველი თემებია: ქვეყნის სამხრეთიდან ისრაელის ჯარების ეტაპობრივი გაყვანა  და ჰეზბოლას განიარაღება.

ეს ვაშინგტონის შუამავლობით გამართული მოლაპარაკებების მეშვიდე რაუნდია. მოლაპარაკებების სერია მას შემდეგ დაიწყო, რაც ახლო აღმოსავლეთში დაწყებული კონფლიქტის ფარგლებში ისრაელსა და ლიბანის დაჯგუფება „ჰეზბოლას“ შორის განახლდა  საბრძოლო მოქმედებები.

ივნისში, ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებების დროს, ისრაელი და ლიბანი შეთანხმდნენ ჩარჩო შეთანხმებაზე, რომელიც გულისხმობს „ჰეზბოლას“ განიარაღებას, ლიბანის სამხრეთიდან ისრაელის ძალების ეტაპობრივ გაყვანასა და ლიბანის არმიის განლაგებას რეგიონის სატესტო ზონებში, რომლებიც ცნობილია, როგორც საპილოტე ზონები.

„ჰეზბოლას“ მოლაპარაკებებში მონაწილეობა არ მიუღოა. ის ეწინააღმდეგება ჩარჩო შეთანხმებას. დამკვირვებლები ამბობენ, რომ ისრაელს ერთგვარი გამოცდა ელის. საინტერესოა, რამდენად გაიყვანს ის ჯარებს, როდესაც საპილოტე ზონები მის მიერ სრულად ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეირჩევა.

ისრაელ-ლიბანის შეთანხმების შემდეგ ლიბანში შედარებით შემცირდა ძალადობა, თუმცა ლიბანი კვლავ იუწყება ისრაელის პერიოდული დარტყმებისა და დაბომბვების, ასევე სამხრეთ სოფლებში აფეთქებებისა და ნგრევის შესახებ.

დაკავშირებული ამბები
ლიბანმა და ისრაელმა რომში პირდაპირი მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გამართეს ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტეში მიმოსვლის აღდგენისთვის შეთანხმებისკენ მიიწევენ