კატეგორიები

ფხენიანი ტოკიოს აკრიტიკებს და პასუხით იმუქრება

ფხენიანი ტოკიოს აკრიტიკებს და პასუხით იმუქრება
ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის გავლენიანი და, კიმ იო ჯონგი, იაპონიის მიერ ტომაჰავკის ტიპის რაკეტების საცდელ გაშვებას აკრიტიკებს და ტოკიოს პასუხით  ემუქრება. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ფხენიანი იაპონიის ქმედებებს სრული სერიოზულობით ეკიდება და რომ გამოვლენილი საფრთხის საპასუხოდ ქვეყანა ახალ სამხედრო გადაწყვეტილებებს მიიღებს.

საქმე ეხება რამდენიმე დღის წინ წყნარ ოკეანეში,იაპონიის თავდაცვის ძალების მიერ შორი მოქმედების ფრთოსანი რაკეტის გაშვებას. ფხენიანს არ გამოჰოარვია იაპონიისა და აშშ-ის  ერთობლივი სამხედრო წვრთნები ფილიპინებში,რომელიც მაისში ჩატარდა.

„ახლა უკვე ნათელია, რომ ასეთი ნაბიჯები, საბოლოო ჯამში, მხოლოდ შენიღბული ტაქტიკა იყო, რათა დაეფარათ იაპონიის მისწრაფება სამხედრო ზესახელმწიფოდ ქცეულიყო. არ უნდა გამოგვრჩეს ისიც, რომ იაპონიის ამ სახიფათო სამხედრო ნაბიჯების უკან აშშ დგას.  მკაფიოდ ვაცხადებ, რომ კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები და სამხედრო ხელმძღვანელობა შეიმუშავებენ დამატებით სამხედრო ზომებს, რომლებიც პირდაპირ იაპონიის მიმდინარე სამხედრო ტრანსფორმაციის შდეგი იქნება“- წერია ოფიციალურ განცხადებაში.

ჩრდილოეთ კორეის უსაფრთხოებისთვის პოტენციური საფრთხის გასანეიტრალებლად შესაძლო ნაბიჯები საჯაროდ არ დაკონკრეტებულა. თუმცა კიმ იო ჯონგი, რომელიც კორეის შრომის პარტიის პოლიტბიუროს წევრი და ასევე აგიტაციისა და პროპაგანდის ცენტრალური კომიტეტის დირექტორის მოადგილეა აღნიშნავდა, რომ პასუხი სერიოზული იქნება

დაკავშირებული ამბები
ფხენიანი ტოკიოს აკრიტიკებს და პასუხით იმუქრება ფხენიანი ბირთვული ძალების გაზრდას გეგმავს