კატეგორიები

სამხრეთ კორეამ იაპონიას პროტესტის ნოტა გაუგზავნა

სამხრეთ კორეამ იაპონიას პროტესტის ნოტა გაუგზავნა
სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სეულში იაპონიის ელჩი დაიბარა, რათა მას დოკდოს კუნძულთან დაკავშირებით ტოკიოს მიერ გამოთქმული პრეტენზიების გამო საპროტესტო ნოტა გადასცეს.საქმე ისაა, რომ იაპონიის მიერ გამოქვეყნებულ თავდაცვის ყოველწლიურ სტრატეგიაში, ე.წ. თეთრ ფურცელში გამოთქმულია ტოკიოს პოზიცია,რომ ამ კუნძულთან დაკავშირებული ტერიტორიული საკითხები კვლავ გადაუწყვეტელი რჩება.

სეული განცხადების დაუყოვნებლივ უკან წაღებას მოითხოვს და მომხდარს, გაუმართლებელ თავდასხმას უწოდებს სამხრეთ კორეის სუვერენიტეტზე.

„ჩვენი მთავრობა მკაცრად აპროტესტებს 4 აგვისტოს, იაპონიის თავდაცვის თეთრ წიგნში ხელახლა გაჟღერებულ უსაფუძვლო პრეტენზიებს და დაუყოვნებლივ მოითხოვს დოკდოს სუვერენიტეტთან დაკავშირებით გამოთქმულის უკან გაწვევას. ისტორიულად, გეოგრაფიულად და საერთაშორისო სამართლის ნორმებით, დოკდო სამხრეთ კორეის ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია.  კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ იაპონიის უსაფუძვლო პრეტენზიებს ვერანაირი გავლენა ვერ ექნება დოკდოსთან მიმართებით ჩვვენს სუვერენიტეტზე. ვადასტურებთ, რომ მტკიცედ და ურყევად ვუპასუხებთ იაპონიის მხრიდან დოკდოსთან დაკავშირებულ ნებისმიერ პროვოკაციას“-აღნიშნა სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა,პარკ ლიმ.

კუნძული, რომლებსაც სამხრეთ კორეაში „დოკდოს“, იაპონიაში „ტაკეშიმას“ სახელით იცნობენ სეულის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიაა,ამასან ერთად კი მუდმივი დაძაბულობის წყარო სამხრეთ კორეასა და იაპონიას შორის. დავა სათავეს 1910-45 წლებიდან იღებს, ჯერ კიდევ კორეის ნახევარკუნძულზე იაპონიის  კოლონიური მმართველობის პერიოდიდან. სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ პროტესტის ნიშნად, სამშაბათს ელჩთან ერთად სეულში იაპონიის თავდაცვის ატაშეცაა დაბარეული.

დაკავშირებული ამბები
სამხრეთ კორეამ იაპონიას პროტესტის ნოტა გაუგზავნა სეული, სამხრეთ კორეა