კატეგორიები

ესტონეთი 2026 წელს საცხოვრებლად გადასვლისთვის მსოფლიოში საუკეთესო ადგილად დასახელდა

ესტონეთი 2026 წელს საცხოვრებლად გადასვლისთვის მსოფლიოში საუკეთესო ადგილად დასახელდა
ახლახან გამოქვეყნდა ახალი ინდექსი, რომელიც  2026 წელს მოგზაურობის თვალსაზრისით საუკეთესო ქვეყნებსა და ტერიტორიებს აფასებს, ამ ინდექსის მიხედვით, პირველ ადგილზე ბალტიისპირეთის  ერთ-ერთი სახელმწიფო გავიდა.

ესტონეთმა მსოფლიო რეიტინში პირველი ადგილი საბანკო ინფრასტრუქტურის, ბიზნესშესაძლებლობებისა და არამოქალაქეების მქონე პირების საკუთრების უფლებების წყალობით დაიმსახურა.

ინდექსი 192 ქვეყანას აფასებს 24 კრიტერიუმით, რომლებიც ოთხ კატეგორიად არის დაჯგუფებული. ესენია: ფინანსური და საგადასახადო, საცხოვრებლად ხელსაყრელი პირობები და ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა, დასახლება და შესაძლებლობები.

თითოეული კრიტერიუმი 100-ქულიანია.

ესტონეთს ვალუტისა და საბანკო საქმიანობისთვის 100-დან 99 ქულა მიენიჭა, ბიზნესშესაძლებლობებისთვის - 96, საცხოვრებლის ხელმისაწვდომობისთვის - 82, მწვანე სივრცეებისთვის - 86, ქუჩაში უსაფრთხოებისთვის კი - 77.

ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ქვეყანას კლიმატური კომფორტის კატეგორიაში ჰქონდა. ცივი და ბნელი ზამთრის გამო კი 100-დან 20 ქულა მიიღო.

გლობალური გადაადგილების ინდექსის ტოპათეულში ევროპის ხუთი ქვეყანა მოხვდა, ესტონეთის შემდეგ კი ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო პორტუგალიამ, რომელიც მეოთხე ადგილზე გავიდა.

დაკავშირებული ამბები
ესტონეთი 2026 წელს საცხოვრებლად გადასვლისთვის მსოფლიოში საუკეთესო ადგილად დასახელდა მოგზაურობა ნაირობიში