კატეგორიები

ენერგოკრიზისის თავიდან ასაცილებლად დუნაიზე საგანგებო ზომები მიიღეს

ენერგოკრიზისის თავიდან ასაცილებლად დუნაიზე საგანგებო ზომები მიიღეს
რუმინეთის სამხედროებმა მდინარე დუნაიზე ბალას არხთან ახლოს კონტროლირებული აფეთქება განახორციელეს, რათა წყლის ნაკადი მდინარის მთავარი არხისა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩერნავოდას ატომური ელექტროსადგურისკენ გადასულიყო.

ამ ოპერაციების მთავარი მიზეზი ცენტრალურ ევროპაში სითბური ტალღა და ფართომასშტაბიანი გვალვაა.

„ხუთ,  საუკეთესო შემთხვევაში, ექვს აგვისტოს, ჩერნავოდას ატომური ელექტროსადგური შესაძლოა მთლიანად გაითიშოს. „ჩერნავოდას ატომური ელექტროსადგურის ოპერირების დამატებითი დღე, ფინანსური თვალსაზრისით, დაახლოებით სამჯერ უფრო ეფექტურია, ვიდრე ამ ოპერაციების ხარჯები“. - განაცხადა რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა, რადუ მირუცემ.

რუმინეთის ხელისუფლებამ უკვე გათიშა ელექტროსადგურის ერთი რეაქტორი. ქვეყნის ენერგეტიკული სექტორი 31 ივლისიდან საგანგებო მდგომარეობაშია. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ილიე ბოლოჟანმა გასულ კვირას ენერგეტიკულ სექტორში მზადყოფნის მაღალი დონე გამოაცხადა მთელი ქვეყნის მასშტაბით და განაცხადა, რომ დუნაის დაბალი დონე ელექტროსადგურის მეორე რეაქტორის გათიშვის საფრთხეს ქმნის.

დაკავშირებული ამბები
ენერგოკრიზისის თავიდან ასაცილებლად დუნაიზე საგანგებო ზომები მიიღეს რუმინეთმა F-16-ის ავიაგამანადგურებლით საკუთარ საჰაერო სივრცეში შეჭრილი დრონი ჩამოაგდო