ევროპა კვლავ ტყის ხანძრებს ებრძვის. საფრაგეთსა და ესპანეთში ვითარების მეტ-ნაკლები დასტაბილურების შემდეგ, ახლა ხანძრის ყველაზე მასშტაბური კერა საბერძნეთშია.
ბერძენი მეხანძრეებს მასშტაბურ სტიქიასთან ბრძოლა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით უწევთ, მეხანძრეებისა თუ ავიაციის ჩართულობით. ოპერაციაში მონაწილე ორი ვერტმფრენის შეჯახების შედეგად ერთ-ერთის ეკიპაჟის ორი წევრი დაიღუპა. ავიაკატასტროფამ დანიელი და ბერძენი პილოტები იმსხვერპლა.მანამდე ხანძართან ბრძოლას სამი მეხანძრე ემსხვერპლა.პრემიერ-მინისტრი კარიაკოს მიცოტაკისი მომხდარის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.
ქვეყანაში იწვის, როგორც ტყის მასები, ასევე სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.ძლიერი ქარის გამო ცეცხლის გავრცელების ტემპები მაღალია, გავრცელება ემუქრება როგორც დედაქალაქ ათენს, ისე მახლობელ სოფლებსა და ქალაქებს. შაბათს ახალი კერა კეფალონიაში გაჩნდა, პელოპონესში კი ხანძარი გაფართოვდა. განსაკუთრებით რთულია ვითარება პორტო გერმენოს მიმართულებით.
**„ხანძარი ძალიან ძლიერია, ეკიპაჟები მუშაობას უწყვეტად აგრძელებენ.საქმეს შტორმის სიმძლავრე ართულებს, ქარი კვლავ უკიდურესად რთულ პირობებს ქმნის. ამის გამო, ხშირ შემთხვევაში, საჰაერო სახანძრო საშუალებებს ძლიერი ტურბულენტობის გამო არც წყლის აღება და არც მისი გამოფრქვევა შეუძლიათ“-**აღნიშნავს საბერძნეთის კლიმატის კრიზისისა და სამოქალაქო დაცვის მინისტრი, ევანგელოს ტურნასი.
საფრანგეთში ჟირონდის დეპარტამენტში ხანძარის ლიკვიდაცია მოხერხდა. სიტუაცია დაძაბული რჩება ვარის დეპატამენტში . ბოლო 10 დღეში სტიქიამ 42 ათასი ჰექტარი ტყე გადაწვა. 220 000 ევაკუირებულიდან სახლში დაბრუნება ჯერ მხოლოდ 208 000-მა შეძლო. საფრანგეთში ხანძარის შედეგად პარიზის ფართობზე ოთხჯერ დიდი ტერიტორიაა დამწვარი.
„არის ადგილები, რომლებსაც ვეღარც კი ვცნობ. აქა-იქ მხოლოდ პატარა დეტალები მახსენებს, თუ რა იყო აქ ადრე, მაგრამ დანარჩენი ყველაფერი სრულიად ამოუცნობია. ვეღარც კი მიხვდები, ვინ სად ცხოვრობდა“-ამბობს ლე პორჟის მცხოვრები, მატიე პლესი.
ესპანეთში მასშტაბური ტყის ხანძრების გავრცელება ამ ეტაპზე კონტროლს ექვემდებარება. ქვეყანის მასშტაბით მოქმედი საგანგებო სიტუაცია უკვე გაუქმდა,თუმცა პატარა კერებთან მეხანძრეები ყურადღებით რჩებიან.
ევროპა ამ დრომდე ყველაზე ცხელ კონტინენტად რჩება, მაღალმა ტემპერატურა და სიმსრალე ხშირი ხანძრების მთავარი წყაროა.
კლიმატის ცვლილებამ არაერთი ადაანის სიცოცხლე იმსხვერპლა, არა მხოლოდ ხანძრების,არამედ გაუსაძლისი ტემპერატურის გამოც.
