გარდაცვალებიდან ათასზე მეტი წლის შემდეგ ბულგარეთში ქვეყნის პირველი იმპერიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მმართველის, მეფე სამუილის ნეშთს გადაასვენებენ. მისი დაბრუნება საბერძნეთსა და ბულგარეთს შორის ისტორიული არტეფაქტების ურთიერთგადაცემის შესახებ გაფორმებული შეთანხმების ნაწილია. შეთანხმების ხელმოწერისას ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა საბერძნეთს. კირიაკოს მიცოტაკისმა სიტყვით გამოსვლილსას სხვა საკითხებთან ერთად პართენონის მარმარილოს ქანდაკებებზეც ისაუბრა.
„ბულგარეთი მუდმივად ცდილობდა ნეშტის გადმოსვენებას. მოხარული ვარ, რომ დღეს ვასრულებთ პროფესორ მუცოპულოსის მორალურ ანდერძს; მას სურდა, რომ ნეშტი ბულგარელ ხალხს დაბრუნებოდა“. განაცხადა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა, რუმენ რადევმა.
„ძეგლები და ისტორიული არტეფაქტები არ შეიძლება განიხილებოდეს როგორც ომის ნადავლი. საბერძნეთის პოზიცია არ ეფუძნება რაიმე ბუნდოვან ეროვნულ პრეტენზიას და არც მსოფლიოს მასშტაბით მუზეუმების როლს აყენებს ეჭვქვეშ. პართენონი უნიკალური და გამორჩეული შემთხვევაა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ჩემი ქვეყანა არ დასთანხმდება ისეთ შეთანხმებებს, რომლებიც უცხო ქვეყნის სუვერენიტეტის აღიარებას ან, თუნდაც, საკუთარი საგანძურის დროებით გადაცემას გულისხმობს“. - განაცხადა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა.
