კატეგორიები

დონალდ ტრამპმა ირანზე თავდასხმა გადაიფიქრა

დონალდ ტრამპმა ირანზე თავდასხმა გადაიფიქრა
აშშ-ის პრეზიდენტმა ირანზე თავდასხმა გადაიფიქრა, რათა მოლაპარაკებებს ერთი შანსი კიდევ მისცეს. დონალდ ტრამპის განცხადებით, ის ამერიკელ სამხედროებს განკარგულებას აძლევსს თავი შეიავონ  ახალი იერიშებისგან,თუმცა ამასთან მზადყოფაში დარჩნენ მოვლენათა ნებისმიერი შესაძლო განვითარებისთვის.

ამერიკის პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება თავად ირანის თხოვნით განმარტა, რომელიც თეთრ სახლს, მისი თქმით, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და კატარის შუამავლობით გადაეცა. ეს კი იმიტომ, რომ სავარაუდოდ, გარიგების ძირითადი პარამეტრების შეთანხმება მოხერხდა. საკითხზე მსჯელობასა და მოლაპარაკებებს მხარეები ორშაბათს განაახლებენ, მანამდე ამერიკის პრეზიდენტი გარიგების მთავარ პირობად  ჰორმუზის სრუტის სრულ და დაუყოვნებლივ გახსნას ასახელებდა.

„ჩვენ უკვე სრულ მზადყოფნაში ვიყავით, ეს მასშტაბური თავდასხმა იქნებოდა.სიმართლე რომ ვთქვა, ასეთი დარტყმის შემდეგ აღდგენას მრავალი წელი დასჭირდებოდა. შესაძლოა, მისი სრულად აღდგენა საერთოდაც შეუძლებელიც ყოფილიყო. ჩვენ მზად გვქონდა თავდასხმა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური იქნებოდა. თუმცა როცა მოკავშირეები გთხოვენ, რომ ოპერაცია შეაჩერო, ბუნებრივია, ფიქრობ: ‘კარგი, ვნახოთ.’ ვფიქრობ, ამის მიზეზი ის არის, რომ შეთანხმების მიღწევის შანსი არსებობს. სავარაუდოდ, შეთანხმება იქნება ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით, შემდეგ კი  ირანის ბირთვულ პროგრამაზეც.სწორედ ამიტომ ვიკავებთ თავს. ვნახოთ, რა მოხდება. ამის გაკეთება ნებისმიერ დროს შეგვიძლია, თხოვნა მივიღეთ თავად ირანისგანაც. მათ თქვეს: ‘ჩვენ გვსურს შეთანხმების მიღწევა.“ მე ვკითხე საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრეს: რას ისურვებდით? გინდათ, რომ ეს ოპერაცია განვახორციელოთ თუ არა?მან მიპასუხა, რომ თავდასხმას შეთანხმებას ამჯობინებდა, რადგან არასოდეს იცი, ასეთი თავდასხმები სადამდე შეიძლება მივიდეს. ძალიან მსურს, რომ შეთანხმება შედგეს. ეს ბევრ სიცოცხლეს გადაარჩენს და თავიდან აგვაცილებს უამრავ არასაჭირო ძალის გამოყენებას”-აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა,დონალდ ტრამპმა.

მიუხედავად დონალდ ტრამპის განცხადებებისა, თავად ირანის ხელისუფლების წარმომადგენლები ამგვარ ინტერპრეტაციებს უარყოფენ.  სახელმწიფო მედიამ დონალდ ტრამპის განცხადებები ახალი ტყუილად შეაფასა, სამხედრო წყაროებმა კი ამას შტატების სასოწარკვეთილი მცდელობა უწოდეს ზეწოლა მიიტანოს სპარსეთის ყურის სახელმწიფოზე

ვაშინგტონში ამბობენ,რომ ისრაელი აშშ-სთან თანამშრომლობას დასთანხმდა ირანთან მოლაპარაკებების გზით ომის დასრულების საქმეში. საგულისხმოა, რომ მანამდე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ახლო აღმოსავლეთში მყოფ ამერიკელებს შესაძლო ესკალაციებისთვის მზადყოფნისკენ მოუწოდა,მათ შორის იგულისხმებოდა ფრენების შესაძლო შეფერხებებიც. პარასკევს დონალდ ტრამპი აღნიშნავდა, რომ ირანთან მოლაპარაკებებში უკვე იმედს კარგავდა და ქვეყნის წინააღმდეგ მასსობრივ იერიშს ამზადებდა.

დაკავშირებული ამბები
დონალდ ტრამპმა ირანზე თავდასხმა გადაიფიქრა ტრამპის თქმით, მიღწეულია შეთანხმება „ჰამასის“ განიარაღებასთან დაკავშირებით