მფრინავი მანქანები დიდი ხანია სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროს წარმოადგენს. მაგრამ ჩინური მწარმოებელი Xpeng (ექსპენგი) აცხადებს, რომ მფრინავი მანქანები მალე რეალობად იქცევა კომპანიამ მიუნხენში ახალი მფრინავი მანქანა წარადგინა.
„Xpeng ექსპენგს მფრინავი მანქანა რეალურ სამყაროში შემოაქვს. ჩვენი მიზანი ძალიან ნათელია: მასობრივი წარმოება. Xpeng 13 წლის განმავლობაში მუშაობდა მფრინავ მანქანებზე. ბევრმა თქვა, რომ ეს შეუძლებელი იყო - თან ბევრჯერ. თუმცა ჩვენ გვჯეროდა და გავაგრძელეთ მუშაობა“. - ამბობს, Xpeng-ის დამფუძნებელი, სიპენგ ხე.
ამ სატრანსპორტო საშუალებას ხმელეთის ავიამზიდს უწოდებენ. ეს თვითმფრინავი არ არის, უბრალოდ მასში ცაკლეული საფრენი მოდულია განთავსებული. Xpeng-ის თქმით, ავტომობილის ტარება ჩვეულებრივი მართვის მოწმობითაა შესაძლებელი. საფრენი მოდული კი საავიაციო ნებართვას საჭიროებს.
„ის გზაზე, როგორც ჩვეულებრივი ოთხადგილიანი მანქანა, ისე მოძრაობს. თქვენ მხოლოდ ჩვეულებრივი მართვის მოწმობა გჭირდებათ. როდესაც ჩერდებით, ერთ ღილაკს აჭერთ, თვითმფრინავი უკანა მხრიდან გამოდის. ის მანქანას დაახლოებით ხუთ წუთში გამოეყოფა. შემდეგ კი ფრენისთვის მზად ხართ“. - Xpeng-ის დამფუძნებელი, სიპენგ ხე.
Xpeng-მა ასევე წარმოადგინა თავისი უახლესი ჰუმანოიდი რობოტი, სახელწოდებით IRON. რობოტს საკუთარი წარმოების ხელოვნური ინტელექტის ჩიპი მართავს. რობოტებს როგორც სახლებში, ისე ქარხნებში შეეძლებათ მუშაობა. მაგრამ ამ ეტაპზე არც მფრინავი მანქანის და არც რობოტის ფასი არ არის დადგენილი. ორივეს მასშტაბური წარმოების დაწყება წლის ბოლომდეა დაგეგმილი.
