ვარშავაში თვლიან, რომ ქვეყანის ტერიტორიაზე გუშინ ჩამოვარდნილი რუსული რაკეტის სამიზნე პოლონეთი არ ყოფილა. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომელიც უკრაინის საზღვარტან ახლოს მდებარე, ტარნავა კოლონიაში ჩავიდა, სადაც KH 101 -ის ტიპის რუსული ფრთოსანი რაკეტა ჩამოვარდა.
კრატერის სიღრმე ნათელს ხდის, თუ რამხელა ზიანის მოტანა შეეძლო მას, შემთხვევით დასახლებულ ადგილას რომ ჩამოვარდნილიყო. ამ ტიპის ფრთოსან რაკეტებს სხვადასხვა ტიპის საბრძოლო ქობინის გადატანა შეუძლია.
„უკრაინული გამანადგურებელი თვითმფრინავები, პოლონეთის საზღვრამდე, აკვირდებოდნენ და ცდილობდნენ ჩამოეგდოთ ის რაკეტები, რომლებიც პოლონეთის საზღვრის მიმართულებით მოემართებოდნენ. არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე, თუმცა ამ ორიდან ერთმა ობიექტმა ნამდვილად დაარღვია პოლონეთის საჰაერო სივრცე - ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები აქ გვაქვს. სამხედრო ექსპერტების შეფასებით, არსებული მტკიცებულებების აბსოლუტური უმრავლესობა, მათ შორის აღმოჩენილი ნამსხვრევებიც, მიუთითებს რუსულ Kh-101 ტიპის რაკეტაზე. ეს არის ფრთოსანი რაკეტა,რომელიც აფეთქდა - კრატერის ზომა დაახლოებით 10 მეტრი დიამეტრში და 5 მეტრამდე სიღრმეში, ან შესაძლოა უფრო ღრმაც. ეს აჩვენებს, რომ ეს იყო ძალიან სერიოზული ინციდენტი.ვოლოდიმირ ზელენსკისთან ჩემი საუბრის შემდეგ, სიტუაცია საკმაოდ ნათელია. მომდევნო 100-მა დღემ შესაძლოა ამ ომის ბედი გადაწყვიტოს”-ამბობენ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი,დონალდ ტუსკი.
მაღთალია მომხდარმა ერთი მხრივ ადგილობრივები შეაშინა, მეორე მხრივ კი აჩვენა პოლონეთის მზადყოფნაც, რუსეთის მხრიდან გახშირებულ მსგავს ინციდენტებზე რეაგირების ნაწილში. გუშინ განგაშის სიგნალი საჰაერო სივრცეში რაკეტის გამოჩენისტანავე ჩაირთო, მის მოსაგერიებლად ჩაერთო საჰაერო თავდაცის ძალები და ავიაგამანადგურებლები.
ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე მსგავსი ინციდები არახალია, არა მხოლოდ პოლონეთისთის, არამედ ბალტიისპირეთის სახელმწიფოებისა თუ რუმინეთისთვის. ეს ზრდის შიშს, უკრაინის ომი ნატოს საზღვრებს არ გასცდეს. ამგვარი საფრთეეხბილ პოლონეთისთვის დამატებითი მიზეზია დაეხმაროს უკრაინას გაუმკლავდეს რუსულ აგრესას,რომელიც პერიოდულად მასშტაბებს ზრდის. პეტრიოტის სისტემებისთვის რაკეტების წარმოების შესახებ ლიცენზია კიევმა ვაშინგტონისგან უკვე მოიპოვა.
