კატეგორიები

რუსეთის იერიშს უკრაინაზე სულ მცირე 15 ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთის იერიშს უკრაინაზე სულ მცირე 15 ადამიანი ემსხვერპლა
30 ივლისის გამთენიისას რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის ქალაქებზე მასობრივი იერიში მიიტანეს. რაკეტებითა და დრონებით დარტყმების სამიზნე: კიევი, ლვივი, ხარკივი, კრივი რიჰი და სხვა არაერთი ქალაქი გახდა.  დაღუპულია სულ მცირე 15 ადამიანი.

განსაკუთრებით დაზიანდა უკრაინის დასავლეთით მდებარე ქალაქი ლვივი, სადაც დარტყმის ქვეშ ორი მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლი მოჰყვა, ამან კი მასშტაბური ხანძარი გამოიწვია. დაშავებულია მინიმუმ 30 ადამიანი,ისინი უკვე ჰოსპიტალიზებული არიან.

„როგორც ჩანს, ეს საცხოვრებელ კორპუსზე პირდაპირი დარტყმა იყო. სართულები მთლიანად დაინგრა. მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია. დაშავებულია ბევრი ადამიანი,. დაზიანებულია დაახლოებით 21 საცხოვრებელი შენობა, ასევე მრავალი სხვა ნაგებობა, მათ შორის ორი საბავშვო ბაღი და ერთი სკოლა. მდგომარეობა ძალიან მძიმეა. დიდ მადლობას ვუხდი მაშველებს და ყველას, ვინც სამაშველო სამუშაოებში ჩაერთო. ნანგრევების გაწმენდაში ადგილობრივი მცხოვრებლებიც მონაწილეობენ. ვიმედოვნებთ, რომ ყველა ადამიანის გადარჩენას შევძლებთ“- აღნიშნა ლვივის მერმა,ანდრიი სადოვიმ.

პოლონეთის მახლობლად მდებარე ქალაქზე მასირებული იერიშების გამო ვარშავამ საჰაერო თავდაცვის სისტემები გაააქტიურა, პროცესში ჩაერთო რამდენიმე ავიაგამანადგურებელი.

მასშტაბური იყო იერიში უკრაინის დედაქალაქზეც, აფეთქებები კიევში მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა. მოსახლეობას ტრადიციულად მეტროს სადგურებში მოუხდა თავშესაფრის პოვნა. ქალაქს აგრესორმა ბალისტიკური რაკეტებით შეუტია, გამოიყენეს ისკანდერები. დაღუპულია სულ მცირე 7 ადამიანი.

„დარტყმა კიევის ობოლონის რაიონში მდებარე ბაზარზე მოხდა. ხანძარი დაახლოებით 100 კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა. ამ დროისთვის მისი ლოკალიზება უკვე მოხერხდა, ხოლო მეხანძრეები დარჩენილი კერების ჩაქრობასა და დაზიანებული სავაჭრო დახლების დემონტაჟს აგრძელებენ. ამ ადგილზე ერთი ადამიანი დაშავდა. კიდევ ერთ ლოკაციაზე, კიევის სვიატოშინის რაიონში, მაშველებმა ერთი დაღუპულის ცხედარი ამოიყვანეს. ასევე დაშავდა კიდევ ერთი ადამიანი - მამაკაცი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს“-თქვა კიევის საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენელმა,ავლო პეტროვმა.

კერძო სახლს მოხვდა რაკეტები დნეპროპეტროვსკის ოლქში. უკრაინის პრეზიდენტის მშობლიურ კრივი რიჰში მდებარე სახლში მრავალშვილიანი ოჯახი ცხოვრობდა, 6 ადამიანი დაიღუპა - მათ შორის 5 და 12 წლის გოგონები.

დარტყმას უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენკსის აშშ-დან დაბრუნება უძღოდა წინ,სადაც ის და აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კიევისთვის პატრიორის რაკეტების წარმოებისთვის საჭირო ლიცენზიის გაცემაზე შეთანხმდნენ. პრეზიდენტი აანონსებდა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით რუსეთი მასობრივი იერიშისთვის ემზადებოდა. ეს მან დონალდ ტრამპსაც პირადად გადასცა.თუმცა ტეთრი სახლი ბოლო იერიშებს ჯერ არ  გამოხმაურებია.

დაკავშირებული ამბები
რუსეთის იერიშს უკრაინაზე სულ მცირე 15 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთმა უკრაინაში სუმის ოლქზე მორიგი საჰაერო იერიში მიიტანა