კატეგორიები

ლვივში ნასროლი რუსული რაკეტა პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა

ლვივში ნასროლი რუსული რაკეტა პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა
პოლონეთის მახლობლად მდებარე ლვივზე რუსეთის მასსტაბური თავდასხმის გამო ვარშავამ თავდაცვის სისტემები გაააქტიურა, პროცესში ავიაგამანადგურებლებიც ჩაერთო. პოლონურ დასახლება, ტარნავა კოლონიაში მცხოვრები ადგილობრივები ყვებიან, რომ ღამე  ხმაურიანი იყო და განგაშის სიგნალი გამუდმებით ისმოდა.

„დროდადრო თვითმფრინავის ხმა მესმოდა, ეს ჯერ კიდევ განგაშის სიგნალამდე ხდებოდა. ერთმა თვითმფრინავმა გადამიფრინა, ცოტა ხანში  მეორემაც. და ასე გაგრძელდა რამდენიმე წუთი. დავინტერესდი,რა ხდებოდა, რადგან თვითმფრინავები  ყოველდღე ასე ხომ არ დაფრინავენ, არა? მთელი ამ დროის განმავლობაში აივანზე ვიდექი, რადგან არ ვიცოდი, რა ხდებოდა განგაშის სიგნალი ერთმანეთის მიყოლებით ირთვებოდა. შეშინებულები ვიყავით, რადგან ეს საშინელებაა, დღევანდელობა ისეთია, უბრალოდ არ იცი, რა ხდება“-ყვება ადგილობრივი.

 როგორც მოგვიანებით, პოლონეთის პრემიერმა, დონალდ ტუსკმა განმარტა, პოლონეთის შეიარაღებული ძალების სამიზნე რუსული KH 101 -ტიპის ფრთოსანი რაკეტა იყო, რომელსაც მოიგერიებდნენ კიდეც, ფრენა რომ გაეგრძელებინა. საბოლოოდ ის ღრმად პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, დაუსახლებელ ადგლას. ვარშავა კავშირზე იყო ვროპის ლიდერებთან,რომლებმაც ქვეყანას სოლიდარობა გამოუხატეს.

„რუსეთის მიერ დასავლეთ უკრაინაზე განხორციელებული მასშტაბური სარაკეტო თავდასხმის დროს მოხდა პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა. ამასთან დაკავშირებით მოვიწვიე საკოორდინაციო ჯგუფი, რომელშიც თავდაცვის მინისტრი და ის შესაბამისი სამსახურები მონაწილეობენ, რომლებიც მრავალი საათია ადგილზე მუშაობდნენ და სისტემატურად მაწვდიდნენ ინფორმაციას მომხდარის ყველა გარემოების შესახებ. შეიარაღებული ძალები, პოლიცია, სახელმწიფო სახანძრო სამსახური და სპეციალური სამსახურები სრულ კოორდინაციაში მუშაობენ. ჩვენ მუდმივ კავშირზე ვართ პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან და ნატოს სარდლობასთან“-წერს პოლონეთის პრემიერი.

ნატოს წევრი პოლონეთს, ბალტიისპირეთის სახელმწიფოების მსგავსად,  უკრაინაზე რუსეთის იერიშების დროს არაერთხელ მოუხდა სპეციალური ზომების მიღება, მის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი დრონებისა თუ დარღვეული საჰაერო სივრცის გამო. ნატოს აღმოსავლეთის ფლანგის ეს სახელმწიფო პრაქტიკულად დარტყმის პირველი ხაზია, შესაბამისად პარტნიორებს ალიანსის ამ ნაწილში ყურარება განსაკუთრებით აქვს გამახვილებული.

დაკავშირებული ამბები
ლვივში ნასროლი რუსული რაკეტა პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა „ცინიკური პროვოკაცია“ - ვარშავა უკრაინის საკითხზე პუტინის განცხადებას პასუხობს