კატეგორიები

ევროკავშირი ტყის ხანძრებთან საბრძოლველად საერთაშორისო საგანგებო დახმარებას უწევს კოორდინაციას

ევროკავშირი ტყის ხანძრებთან საბრძოლველად  საერთაშორისო საგანგებო დახმარებას უწევს კოორდინაციას
ესპანეთსა და საფრანგეთში კვლავ მძვინვარებს ტყის ხანძრები. სახანძრო ჯგუფები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ და ხანძრის კერებს ებრძვიან. ვითარებას ართულებს ზაფხულის მწველი სიცხე, რომელიც აშრობს მცენარეულობას, რაც თავისთავად ხანძრის უფრო მეტად გავრცელების საფრთხეს ქმნის.

მუშაობა არ ჩერდება ბრიუსელშიც, სადაც ოფიცილაური პირები ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოდან და 10 პარტნიორი ქვეყნიდან აერთიანებენ საგანგებო რესურსებს.
გასულ კვირას, საფრანგეთის დახმარების მოთხოვნის შემდეგ, სლოვაკეთიდან, სლოვენიიდან, პორტუგალიიდან და თურქეთიდან ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში თვითმფრინავები გაიგზავნა. დამატებითი ვერტმფრენები შესთავაზა სერბეთმაც.

ევროკავშირი თანდათან აფართოებს თავის საჰაერო ფლოტს. მან ბრიუსელში მეტეოროლოგიურ და ხანძარსაწინააღმდეგო საკითხებში 25 სპეციალისტი გაგზავნა ხანძრის გავრცელების შესაფასებლად და ახალი რისკების შესასწავლად.

„გუნდი აკვირდება სიტუაციასა და საფრთხეებს საფრანგეთში. ის მუდმივ კონტაქტშია ქვეყნის ხელისუფლებასთან, რათა გაარკვიოს, დასჭირდებათ თუ არა დამატებითი მხარდაჭერა ან დამატებითი თვითმფრინავები. ასეთ შემთხვევაში ისინი ამ ინფორმაციას სისტემაში განათავსებენ, სადაც ყველა წევრი და მონაწილე სახელმწიფოა გაერთიანებული, რათა შესაძლებელი გახდეს დამატებით რესურსებზე წვდომა“. - განაცხადა ERCC-ის განყოფილების ხელმძღვანელმა, მარია ზუბერმა.

ოფიციალური პირები ადასტურებენ, რომ დახმარების ყველა  მოთხოვნას აკმაყოფილებენ, თუმცა  მოახლოებული სითბური ტალღები კონტინენტზე ახალი ხანძრების გაჩენის საფრთხეს ქმნის. შესაბამისად, საგანგებო სიტუაციების ჯგუფები მუდმივ  მზადყოფნაში არიან.

დაკავშირებული ამბები
ევროკავშირი ტყის ხანძრებთან საბრძოლველად საერთაშორისო საგანგებო დახმარებას უწევს კოორდინაციას რუსეთის იერიშს უკრაინაზე სულ მცირე 15 ადამიანი ემსხვერპლა