კატეგორიები

ჩინეთსა და ახალ ზელანდიას შორის დიპლომატიური უხერხულობა შეიქმნა

ჩინეთსა და ახალ ზელანდიას შორის დიპლომატიური უხერხულობა შეიქმნა
ჩინეთსა და ახალ ზელანდიას შორის დიპლომატიური უხერხულობა შეიქმნა,მას შემდეგ, რაც საპარლამენტო დებატების დროს, ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, უინსტონ პეტერსმა, წარმოშობით ჩინელი კანონმდებელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და საკუთარ ქვეყანაში დაბრუნებისკენ მოუწოდა.

პეტერსი, პოპულისტურ პარტიას წარმოადგენს, სახელწოდებით „ახალი ზელანდია უპირველეს ყოვლისა“. მას კითხვებს პანდემიაზე მთავრობის პასუხის ეფექტიანობის თაობაზე უსვამდნენ.

„ ვიცი, ეს აქ მხოლოდ ხუთი წუთის წინ ჩამოხვედი. დაბრუნდი შენს ქვეყანაში. იქ ხომ ტყუილს ისე ამბობენ, როგორც არაფერი. მაგრამ აქ ასე არ იტყუებიან, გასაგებია? ამას დემოკრატია ჰქვია. ეს დემოკრატიაა - იმისგან განსხვავებით, რასაც შენ ხარ მიჩვეული. ამიტომ დაბრუნდი იქ, საიდანაც მოხვედი, ყბედო, და იქნებ დროთა განმავლობაში რამე ისწავლო ახალი ზელანდიის ამ პოლიტიკის შესახებ, სანამ სამი თვის შემდეგ აქედან გახვალ“- აღნიშნა დებატებზე უინსტონ პეტერსმა.

საკითხი უყურადღებოდ არ დარჩენია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს. ახალ ზელანდიაში, პეკინის ოფიციალურ წარმომადგენელს, ვან სიაო ლუნს მომხდარზე დიპლომატიური პასუხი ჰქონდა. შედგა ოფიციალური შეხვედრაც, რომელზეც ჩინეთის ელჩმა პეტერსს პეკინის პროტესტი დაუფიქსირა, მის ქვეყანასთან დაკავშირებული უარყოფითი განცხადებების გამო.

 

„ჩვენ არავითარი ინტერესი არ გვაქვს, სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკაში ვიყოთ ჩათრეულნი. საკმარისია ითქვას, რომ ზოგჯერ განცხადება უფრო მეტს ამბობს მის ავტორზე, ვიდრე იმაზე, ვის ან რასაც ის ეხება“- დაწერა დიპლომატმა.

ეთნიკურად ჩინელი კანონმდებელი, რომელსაც ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი მიმართავდა, “მწვაეთა პარტიის“ დეპუტატი, ლოურენს სუ-ნანია. მისი მისამართით უინსტონ პეტერსის რეპლიკას უკმაყოფილება მოჰყვა როგორც განცხადების ადრესატის,ისე მისი ავტორის პარტიაში. ქვეყნის პრემიერმა, ამ განცხადებას შეუფერებელი უწოდა.

“ჩვენ შევნიშნეთ, რომ ახალი ზელანდიის ლიდერებმა, მათ შორის პრემიერ-მინისტრმა კრისტოფერ ლაქსონმა, ისევე როგორც ახალი ზელანდიის საზოგადოების სხვა წარმომადგენლებმა, უკვე გააკრიტიკეს შესაბამისი პირის მიერ გაკეთებული განცხადებები. ჩინეთი მუდმივად მხარს უჭერს ყველა ხალხის უფლებას, დამოუკიდებლად აირჩიონ განვითარების გზა და სახელმწიფოებრივი მოდელი, და ეწინააღმდეგება დისკრიმინაციისა და ცრურწმენის ყველა ფორმას. ვიმედოვნებთ, რომ ახალი ზელანდიაში შესაბამისი პირები უფრო მეტად შეუწყობენ ხელს ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობებს და თავს შეიკავებენ ჩინეთის შიდა პოლიტიკური დებატების თემად გამოყენებისგან”-აღნიშნა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაო მინგმა.

ჩინეთი ახალი ზელანდიის უდიდესი სავაჭრო პარტნიორია,2025 წერლს ორმხრივმა ტვირბრუნვამ თითქის 24 მილიარდი დოლარი შეადგინა.

დაკავშირებული ამბები
ისრაელმა სამხრეთ ლიბანზე საჰაერო იერიში მიიტანა ჩინეთსა და ახალ ზელანდიას შორის დიპლომატიური უხერხულობა შეიქმნა