28 ივლისს ფრანკფურტში Mercedes-Benz-ის აქციები 5%-ზე მეტით გაიზარდა. გერმანული ავტომწარმოებლის მეორე კვარტლის ოპერაციულმა მოგებამ 1.55 მილიარდო ევრო შეადგინა, რაც 22%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით. თუმცა, შემოსავალი 3%-ით შემცირდა.
კომპანიის საერთო მაჩვენებელი მისმა ფურგონებმა და ფინანსური მომსახურების ბიზნესმა გაზარდა. თუმცა, ძირითადი ავტომობილების განყოფილებაში კორექტირებული ოპერაციული მოგება 26%-ით შემცირდა.
Mercedes-Benz-ის ავტომობილების განყოფილებაში შემოსავლების შემცირება უფრო მკაცრმა საბაზრო პირობებმა განსაზღვრა, განსაკუთრებით ჩინეთში.
Mercedes-Benz-ის სრულად ელექტროავტომობილების გაყიდვები წლიურად 51%-ით გაიზარდა, რაც ევროპაში 87%-იან ზრდას უკავშირდებოდა. ევროპაში ავტომობილების გაყიდვის მაჩვენებელმა საერთო ჯამში 4%-ით, ხოლო შეერთებულ შტატებში 10%-ით მოიმატა.
ამან ნაწილობრივ შეავსო ჩინეთში გაყიდვების 30%-იანი კლება, სადაც ინტენსიურმა კონკურენციამ, შემცირებულმა მოთხოვნამ და კომპანიის მოდელების ხაზში ცვლილებებმა კვლავ იქონია გავლენა გაყიდვებზე. ჩინეთის გამოკლებით, გლობალურად ავტომობილების გაყიდვები წლიურად 2%-ით გაიზარდა.
