კატეგორიები

ირანი ჩინეთისგან საჰაერო თავდაცვის იარაღს ყიდულობს

ირანი ჩინეთისგან საჰაერო თავდაცვის იარაღს ყიდულობს
ირანი უახლოეს კვირებში გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების პირველ ნაწილს მიიღებს პეკინისგან. საჰაერო თავდაცვისთის განკუთვნილი ჩინური წარმოების იარაღის თეირანში გაგზავნის თაობაზე როიტერი წერს, სამ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით.

გარიგების დეტალები უცნობია, თუმცა ცნობილია ირანის მიზანი, აშშ-სა და ისრაელთან ბოლო სამხედრო დაპირისპირების შემდეგ დასუსტებული საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობები აღადგინოს და გააძლიეროს.
 
შესყიდვის ღირებულება 60-დან 70-მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენს. რაც ირანის ერთერთი ყველაზე მასშტაბური მცდელობაა მოკლე მოქმედების საჰაერო თავდაცვის შეიარაღება გადაახალისოს, მას შემდეგ,რაც ბოლო და ჯერ ისევ მიმდინარე კონფლიქტმა აშკარა გახადა, ამ კომპონენტში ქვეყნის მნიშვნელოვანი ხარვეზები.  კერძოდ, ირანმა ვერ მოახერხა სამხედრო ბაზების, სტრატეგიული ობიექტებისა თუ კრიტიკული ინფრასტტრუქტურის ეფექტიანი დაცვა ვაშინგტონისა და ისრაელის საჰაერო იერიშების დროს.

ჩინეთთან დადებული ხელშეკრულებით, თეირანი 300-დან 400-მდე მობილურ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს მიიღებს,  მათთან ერთად კი QW-12 ისა და FN-16-ს ტიპის რაკეტებს. ირანსა და ჩინელ მიმწოდებლებს შორის შუამავალი რგოლის ფუნქცია ჰონგ-კონგში დაფუძნებულმა კომპანია, ჟონგცინგ ბაოშანგის საერთაშორისოს საინვესტიციო კომპანიამ იკისრა.

დაკავშირებული ამბები
ირანი ჩინეთისგან საჰაერო თავდაცვის იარაღს ყიდულობს ირანმა კვლავ სცადა სპარსეთის ყურეში განლაგებულ ამერიკულ ბაზებზე იერიშების მიტანა