კატეგორიები

გაეროს გენერალური მდივანი ნიქოზიას სტუმრობს

გაეროს გენერალური მდივანი ნიქოზიას სტუმრობს
გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიუ გუტერეში ნიქოზიას სტუმრობს, იმ სამშვიდობო ძალისხმევის ფარგლებში, რომლითაც კვიპროსის პრეზიდენტმა, ნიკოს ქრისტოდულიდესმა და კუნძულის თურქი მოსახლეობის ლიდერმა, ტუფან ერჰიურმანმა მოლაპარაკებები უნდა განაახლონ.

ე.წ. სოლიდარობის ვიზიტის ფარგლებში გაეროს გენ-მდივანი ორივე მხარეს შეხვდა და დაუდასტურა ინტერესი პროცესში პოზიტიური როლი ითამაშოს. მხარეებთან დისკუსიები პროდუქტიულად შეფასდა, იქნება სხვა შეხვედრაც, რომელიც უკვე დაიგეგმა. ანტონიუ გუტერეში აღნიშნავს, რომ კვიპროსის საკითხის გადაჭრა უმნიშვნელოვანესია ფართოდ რეგიონითვის, განსაკუთრებით ახლა,როდესაც მსოფლიო პოლიტიკა ქაოსმა მოიცვა. პროცესის გარანტორი სახელმწიფოებს საბერძნეთი,თუქრეთი და დიდი ბრიტანეთი წარმოადგენენ.

 „ბატონმა ერჰიურმანმაც და ბატონმა ქრისტოდულიდესმაც დამარწმუნეს თავიანთ განზრახვაში, გააგრძელონ სერიოზული და გულმოდგინე მუშაობა ჩემს პირად წარმომადგენელთან ერთად. წინსვლის გზებთან დაკავშირებით ჩვენი დისკუსიების საფუძველზე გადავწყვიტე, მოვიწვიო კიდევ ერთ ფორმატის „ხუთი პლუს ერთი“ შეხვედრა, მას შემდეგ, რაც საამისოდ სათანადო მოსამზადებელი სამუშაო ჩატარდება - ნდობის განმტკიცების ღონისძიებების, მეთოდოლოგიისა და არსებითი საკითხების მიმართულებით, ეს კი უკვე მიღწეული თანხვედრების ფარგლებში. ჩვენ ორივე მხარესთან და გარანტორ სახელმწიფოებთან კონსულტაციებით ვიმუშავებთ, რათა შეიქმნას პირობები ამ შეხვედრის წარმატებისთვის.მე ნამდვილად მჯერა, რომ კვიპროსის საკითხის გადაწყვეტა აბსოლუტურად აუცილებელია,მნიშვნელოვანი არა მხოლოდ კვიპროსის ხალხის ინტერესებისა და მშვიდობის შესანარჩუნებლად, არამედ ასევე როგორც სტაბილურობის ფაქტორი იმ რეგიონში, რომელიც სულ უფრო სახიფათოდ არასტაბილური ხდება. მტკიცედ ვფიქრობ, რომ კვიპროსის საკითხის წარმატებით გადაწყვეტა მნიშვნელოვან მასტაბილურებელ ეფექტს მოახდენს რეგიონზე.მეორე მხრივ, თუ კვიპროსი ვერ შეძლებს თავისი პრობლემების გადაწყვეტას, ის გაცილებით უფრო მოწყვლადი გახდება იმ რისკების მიმართ, რომლებსაც ახლა ვხედავთ რეგიონში, რომელიც დიდწილად ცეცხლის ალშია გახვეული”-აღნიშნა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეში.

კვიპროსი 1974 წლიდანაა გაყოფილია, მას შემდეგ, რაც თურქულმა არმიამ ბერძნული მხარის მიერ მხარდაჭერილი სახელმწიფო გადატრიალების საპასუხოდ კუნძულზე სამხედრო ინტერვენცია განახორციელა. საერთაშორისოდ აღიარებული კვიპროსის რესპუბლიკა, რომელიც ევროკავშირის წევრია, აკონტროლებს ძირითად ბერძნულენოვან სამხრეთ ნაწილს, ხოლო ჩრდილოეთი ნაწილი, რომელსაც კვიპროსის თურქული ადმინისტრაცია მართავს, მხოლოდ თურქეთის მიერ არის აღიარებული. ორ მხარეს შორის გადის გაეროს ბუფერული ზონაც,რომელიც დედაქალაქ ნიქოზიას კვეთს.

დაკავშირებული ამბები
გაეროს გენერალური მდივანი ნიქოზიას სტუმრობს ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ დონალდ ტრამპთან „ერთ-ერთი საუკეთესო საუბარი“ ჰქონდა